მთავარი » 2010 » აპრილი » 12 » ედიტ გონსალესი - "ველური გულიდან" - "დონა ბარბარამდე"
4:45 PM ედიტ გონსალესი - "ველური გულიდან" - "დონა ბარბარამდე" |
ედიტ გონსალეს ფუენტესი დაიბადა 1964 წლის 10 დეკემბერს (45წლის) ედიტი პატარაობიდანვე დაკავშირებული იყო ხელოვნების სამყაროსთან. მონაწილეობდა სასკოლო სპექტაკლებში და საბავშვო გადაცემებში. ერთ–ერთ საბავშვო გადაცემაში ის ტელეპროდიუსერს მოეწონა და დიდ სერიალში ათამაშა. იმ პერიოდიდან მოყოლებული, ედიტ გონსალესი ტელესერიალების სამყაროში მუდმივად რეიტინგული და პოპულარული მსახიობია. ახლა მსახიობი დიდი სიფრთხილით ირჩევს როლებს. ცდილობს, საყვარელ ოჯახს მეტი დრო დაუთმოს. 2004 წელს მთავარი როლი ითამაშა სერიალში "გრძნობების გარეშე", მაგრამ ფილმის მიტოვება მალე მოუხდა, რადგან აღმოაჩინა, რომ ფეხმძიმედ იყო. ედიტმა ბავშვის მამის ვინაობა საიდუმლოდ დატოვა. როლის თამაში კი სხვა მსახიობს მოუხდა. 2006 წელს ედიტმა თავისი პირველი უარყოფითი გმირი განასახიერა სერიალ "მკაცრ სამყაროში". 2008 წელს ერთ–ერთ ინტერვიუში სკანდალური განცხადება გააკეთა – განაცხადა, რომ ბავშვის მამა პოლიტიკოსი სანტიაგო კრელია. ამ სკანდალური აღიარების შემდეგ ედიტმა მთავარი როლი მიიღო სერიალში "დონა ბარბარა". "დონა ბარბარას" როლზე თავდაპირველად დამტკიცებული იყო, ასევე ცნობილი ვარსკვლავი გაბრიელა სპანიკი (გვადალუპე - გრძნიბათა ტყვეობაში (ტყვე ქალი), ვალერია - "ვნებათა მიწა") მაგრამ გაბრიელა სპანიკის ფეთქებადი ხასიათის გამო გადაღებები ხშირად იშლებოდა, ამიტომ ტელემუნდო ინტერნავიონალმა სპანიკი კომპანიიდან გააგდო (დღეს სპანიკი სერიალ "შენი სიყვარულის მბრძანებელი" - ავსული ივანა დორანტეს როლს ასრულებს, სერიალს მექსიკური კომპანია ტელევისა იღებს), სპანიკის შემდეგ როლზე კატი ბარბერი დაამტკიცეს, რომელმაც საბოლოო ჯამში სერიალ "დონა ბარბარაში" დეიდა სესილიას როლი შეასრულა, დღეს კატი ბარბერი ტელემუნდოს სერიალში "ლამაზი გასაჭირი" სილვია ბარბოსას როლს თამაშობს, კატის ასევე შეთავაზება აქვს ასევე ტელემუნდოს სერიალში "კაზანოვა უსიყვარულოდ"... ახლა კი დავუბრუნდეთ ედიტს... ბარბარას გადაღებისას აღმოჩნდა, რომ მის ქალიშვილს კონსტანსა კრეელს გულზე პრობლემები ჰქონდა ამიტომ რამდენმე დღიტ გადაღება შეწყდა, მაგრამ საბედნიეროდ პატარა კონი მალე გამოჯანმრთელდა და დღეს თავს უკეთ გრძნობს, ექიმების თქმით შესაძლოა 4წლის ბავშვს შეტევა გაუმეორდეს, ამიტომ ის მუდმივად დაკვირვების ქვეშ იმყოფება. ედიტ გონსალესის პირველად ტელეეკრანზე სერიალში "სახლი სანაპიროსთან" გამოჩნდა, მაგრამ სართაშორისო აღიარება სერიალმა "ველური გული" მოუტანა სადაც მას პარტნიორობას ედუარდო პალომო უწევს, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაიღუპა. მონიკას და ხუანის სასიყვარულო ისტორიამ საქართველოშიც შემოაღწია და ედიტ გონსალესი 1999 წლიდან ყველა დროის ყველაზე პოპულარული სერიალების ვარსკვლავი გახდა, ველური გულის შემდეგ იყო სერიალები: "სალომე", "ქალი მადერა", "მკაცრი სამყარო", "ქალის სიტყვა" და სხვა უამრავი ნოველა... 2008 წელს კი "დონა ბარბარას" შემდეგ მისი პოპულარობა ერთ-ორად გაიზარდა როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ასევე საქართველოშიც. მისი ბოლო ტელენოველა 2009 წელს გადაღებული "ქამელეონია" - სადაც მთავარ როლს ასრულებს. ედიტი თამაშობს თეატრშიც და კინოშიც, თეატრში მისი ბოლო სპექტაკლი იყო: "ღამე მშვიდობისა დედა" ხოლო კინოში ბოლო როლი ფილმში "სასურველი", ედიტმა ასევე ითამაშა ფილმში "ქალბატონი სამართალი" სადაც მისი პარტნიორი ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავი ევა ლონგორია იყო. რაც შეეხება ტელე შოუებს, უდიდესი გამოხმაურება მოიპოვა საქვეყნოდ ცნობილმა შოუმ "ქალი მკვლელები" სადაც ედიტი ეჭვიანი კლარა ფანტასის როლს ასრულებს. 2010 წელს ედიტ გონსალესს ჰქონდა შეთავაზებები სერიალებში - "ქალი მკვლელები" - მე3 სეზონი, "სამხრეთის დედოფალი" - ტელემუნდო, " პლიაჟი" - ტელემუნდო, "კაზანოვა უსიყვარულოდ" - ტელემუნდო, მაგრამ ამ შემოთავაზებებზე ედიტმა კონსტასა კრეელის (შვილი) გამო უარი თქვა და განაცხადა, რომ ახლა დროოა პატარა ტაიმ-აუტი აიღოს და დრო საკუთარ შვილს დაუთმოს, მისი როლი კი სამხრეთის დედოფალში - ქეით დელ კასტილიომ მიიღო ხოლო "კაზანოვა უსიყვარულოდ" ში მის როლზე ჯერ-ჯერობით კატი ბარბერი მოიაზრება.
"ველური გული"
"დონა ბარბარა"
"ქალი მკვლელები"
"სურვილი"
"ღამე მშვიდობისა დედა"
|
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ |
ნანახია: 4224 |
დაამატა: nika_wero
| რეიტინგი: 3.7/3 |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|