♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 11 » "ჩემმა ქმარმა სახლში თავისი 17 წლის შვილი მომაყენა"
1:13 PM
"ჩემმა ქმარმა სახლში თავისი 17 წლის შვილი მომაყენა"

ჩემი მეუღლე 65 წლისაა. არც მე ვარ პატარა, მასზე რამდენიმე წლით უმცროსი ვარ. ზაფხულის დასაწყისში ქმარმა "სიურპრიზი" მოგვიწყო და თავისი 17 წლის გოგონა გაგვაცნო. ვერ ვიჯერებდი და მისი მორიგი ხუმრობა მეგონა. ის გოგონა ძალიან მორცხვობდა, უხერხულად იდგა. მივხვდი, რომ ქმარი არ ხუმრობდა. არც ის გოგო იყო ხუმრობის ხასიათზე. სახეალანძული იდგა. შემეცოდა კიდეც. ჩემი ქმარიც სიტყვას ვერ აბამდა. რაღაცეებს ლუღლუღებდა. მე ვერაფერი მოვიფიქრე და მეზობელთან გავვარდი, მიზეზად მოვიდე, ცუდად არის, დახმარება ჰყავს გამოძახებული და უნდა გავიდე–მეთქი. ჩემი შვილი გადამიდგა, მოიცადე, დედა, იმას სხვები მიხედავენ, ჩვენ სერიოზული სალაპარაკო გვაქვსო. შვილი ხელით გავწიე და მაინც წავედი. მერე ჩემმა ვაჟმა დალურჯებული ხელი მაჩვენა, თურმე ისე მაგრად მოვკიდე ხელი, რომ ვატკინე.

მოვიტყუე, მეზობელი ცუდად არ იყო. მე ვიყავი ცუდად, არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა. თავს საშინლად ვგრძნობდი. გული თითქოს ყელში მიცემდა. მეზობელი მეკითხებოდა, რა დაგემართაო, მაგრამ ხმას ვერ ვცემდი. ელდანაკრავივით ვიყავი. ბოლოს, როგორც იქნა, გონს მოვედი და ყველაფერი ვუამბე. მეზობელიც გაოგნდა, ჩემი ქმრისგან ასეთი საქციელი გაუკვირდა. მე მართლა ძალიან ცუდად ვიყავი. წნევა 200–მდე ამივიდა. მეზობელმა ჩემს სახლში დარეკა და შვილს უთხრა, დედაშენი ძალიან ცუდად არის და ის ბავშვი სახლიდან წაიყვანეთო. ის გოგონა მართლა წაიყვანეს. მე ცოცხალ–მკვდარი შევედი სახლში და იქვე დივანზე ჩავესვენე.

ჩემმა ქმარმა თავისმართლება დაიწყო, არ მინდოდა, შენ ასე უცებ გაგეგოო. თურმე ჯერ ჩემი შვილებისთვის გაუცნია. მე ქალ–ვაჟი მყავს. ჩემი ბიჭი ძალიან ალალი, გულღია ადამიანია. მან მაშინვე მიიღო ის გოგო და გულში ჩაიხუტა. ჩემმა ქალიშვილმა კი თურმე მამას უსაყვედურა, დედას ასეთი რამ როგორ აკადრეო. კაცმა კაცს უფრო გაუგო და მამა–შვილი ბჭობდნენ, ჩემთან როგორ მოეყვანათ. იმ დღეს ჩემი შვილი ნასვამი იყო, კარგად ვერ გათვალა, რას აკეთებდა, ის გოგო მანქანაში ჩაისვა, მერე მამამისსაც გაუარა სამსახურში და ორივე უცაბედად კარზე მომაყენა. ალბათ ყველა ქალი და თანაც ჩემი ასაკის გამიგებს, რა დღეში ჩავვარდებოდი. დამიჯერეთ, 62 წლის ასაკში არანაკლებ შეურაცხმყოფელია, რომ გაიგებ, ქმარი გატყუებდა და შთამომავლობას სხვის "ბუდეშიც" ტოვებდა, ისე როგორც მაშინ, როცა ახალგაზრდა ხარ.

65 წელს გამოაკელით 17 წელი და მიხვდებით, ჩემი ქმარი რა ასაკში მღალატობდა. როცა მეგონა, რომ მყარი ოჯახი მქონდა, თურმე მაშინ მენგრეოდა თავზე. ჩემი უფროსი შვილიშვილი 13 წლისაა, ანუ იმ გოგოზე 4 წლით უმცროსია. იმ დღის შემდეგ გულის წამლებს ვსვამ, ღამით არ მძინავს, ქმარს არ ველაპარაკები. ის ჯერ გაჩუმებული იყო, დანაშაულზე ბავშვს რომ წაუსწრებ, ისე იქცეოდა. ახლა კი ხმა ამოიღო და აქეთ მეჩხუბება.

ქალი ინტუიციით ყოველთვის გრძნობს, რომ მის თავს რაღაც ხდება. ქმარი რომ გღალატობს, ძნელი მისახვედრი არ არის. მას ჩემთვის ბევრჯერ უღალატია და ყოველთვის ვიგებდი, მაგრამ არცერთხელ სერიოზული გატაცება არ ჰქონია. გოგონას დედასთან ურთიერთობის შესახებ კი არაფერი ვიცოდი. ახლა რომ ვფიქრობ, რაღაც ეჭვები მაშინაც მქონდა, მაგრამ იმის გამო, რომ ჩემი ქმარი 50 წელს იყო მიტანებული, ეჭვებს ყურადღებას არ ვაქცევდი. თანაც ოჯახის პრობლემებითა და საქმეებით ისე ვიყავი გადაღლილი, რომ ამისთვის არ მეცალა. ზუსტად იმ პერიოდში დედა ლოგინად მყავდა ჩავარდნილი და დღე და ღამე მას ვუვლიდი.

იმ გოგოს დედა, როგორც უნდა გაგიკვირდეთ, ჩემი ქმრის ძმაკაცის დაა. ჩემს ქმარს მეგობარი ჰყავდა, რომელიც რაიონში ცხოვრობდა. ისინი ჯარის მეგობრები იყვნენ, საბჭოთა ჯარში ერთად მსახურობდნენ და მეგობრობა მერეც გააგრძელეს. ის კაცი ტრაგიკულად დაიღუპა ავტოავარიაში. მისი ცოლი ქმრის ოჯახში აღარ გაჩერდა და თავისი შვილები წაიყვანა. მან მეორე ოჯახი შექმნა. დაღუპულ ძმაკაცს სახლში დედ–მამა და გასათხოვარი და ჰყავდა. ჩემი ქმარი მათ პატრონობდა. ვიცოდი, რომ ფულს უგზავნიდა და ეხმარებოდა. ამით ვამაყობდი კიდეც.

თურმე ყველაფერს სხვაგვარად იყო. ის ქალბატონი ჩემი ქმრის საყვარელი გახდა და შვილიც გაუჩინა. ჩემმა ქმარმა იმ გოგოს თავისი გვარიც მისცა და კიდეც პატრონობდა, არაფერს აკლებდა. თურმე დედა–შვილს ნაირნაირ კურორტებზე აგზავნიდა და იქაც აკითხავდა. მოკლედ, ოჯახური იდილია ჰქონდათ. მე კი თავწაკრული ოჯახის საქმეებში ვიყავი გადართული!

იმ გოგომ წელს სკოლა დაამთავრა. გამოცდების ჩასაბარებლად თბილისში იყო ჩამოსული. ჩემმა ქმარმა შვილებს თავიანთი და გააცნო. ჩემს ვაჟს გაუხარდა, უმცროსი და რომ აღმოაჩნდა და თურმე მამამისს უთხრა, დედა ისეთ ასაკშია, რაღა დროს მისი ეჭვიანობაა, შენს შვილს მიიღებსო. მან არ იცის, რომ ქალი ყველა ასაკში ქალია... ის ბავშვი ალბათ უმაღლესში მოეწყობა, რადგან კარგად ჩააბარა. ჩემი ქმარი ამბობს, ან სახლში, ჩვენთან მოვიყვან, ან ბინას ვუქირავებო. ვიცი, რომ ბინას არ უქირავებს, რა თქმა უნდა, უყიდის. თუ სახლს შეუძენს, რაიონიდან ბავშვს დედაც ჩამოჰყვება და დედა–შვილი აქ იქნებიან.

ის ქალი ჩემზე ბევრად პატარაა. ალბათ იმდენივე წლით, რამხელა შვილიც ჰყავს. შეიძლება ჩემს ქმარს ჭკუა ისე აერიოს, რომ მათთან წავიდეს. ყველა მირჩევს, ჯიუტობას თავი დაანებე და ის ბავშვი მიიღე, შენთან გყავდეს, თანაც ბავშვი რა შუაშია, დამნაშავე არ არისო. მეც ვიცი, რომ ის გოგო არაფერ შუაშია, მშობლების გამო პასუხი არ უნდა აგოს, თანაც ჩემი შვილები ამბობენ, წესიერი ბავშვი ჩანსო. ამის მიუხედავად, არ შემიძლია, იმ გოგოს ვუყურო და თვალწინ სულ ჩემი ქმრის ღალატი მედგას. როგორ მოვიქცე, არ ვიცი. ქმარს ბევრ რამეს არ ვპატიობ. ახლა რომ 50 წლის მაინც ვიყო, ოჯახს მართლა დავანგრევდი, მაგრამ შვილიშვილების ბებია ვარ და სად წავიდე?! თუ "სარკის" რომელიმე მკითხველს რაღაც ამდაგვარი გადახდენია თავს, იქნებ მირჩიონ, ეს შეურაცხყოფა როგორ გადავიტანო.

კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1186 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 2:14 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 56
სტუმარი: 56
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024