მთავარი » 2010 » აპრილი » 5 » ბენჯამინ ფრანკლინი
8:43 AM ბენჯამინ ფრანკლინი |
ბენჯამინ ფრანკლინი (დ. 17 იანვარი, 1706, ბოსტონი ― გ. 17 აპრილი, 1790, ფილადელფია) — აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე ღვაწლმოსილი დამფუძნებელთაგანი, ადრეული პოლიტიკური ფიგურა და სახელმწიფო მოღვაწე; მეცნიერი, გამომცემელი; ამერიკის რევოლუციის სულისჩამდგმელი.
13 სათნოება
1. თავშეკავება - არ ჭამო მოყირჭებამდე, არ დალიო დათრობამდე. 2. დუმილი - ილაპარაკე მხოლოდ ის, რაც სასარგებლო იქნება შენთვის ან სხვისთვის, თავი აარიდე ლაქლაქს. 3. წესრიგი - ყველა ნივთს მიუჩინე თავისი ადგილი, ყოველი საქმისთვის თავისი დრო გქონდეს. 4. გაბედულება - გადაწყვიტე შეასრულო ის, რაც გასაკეთებელია, განუხრელად შეასრულო ის, რაც გადაწყვიტილია. 5. მომჭირნეობა - ფული დახარჯე მხოლოდ იმაზე, რასაც შენთვის ან სხვისთვის სიკეთე მოაქვს, არაფერი არ გაფლანგო. 6. სიბეჯითე - არ დაკარგო დრო ტყუილუბრალოდ, ყოველთვის რაიმე სასარგებლო საქმით იყავი დაკავებული, უარი თქვი ყოველ უსარგებლო მოქმედებაზე. 7. გულწრფელობა - არ იცრუო ბოროტად, გქონდეს წმინდა და სამართლიანი აზრები, საუბრის დროს მისდიე ამ წესს. 8. სამართლიანობა - არავის მიაყენო ზიანი, არ ჩაიდინო უსამართლობა და არ გამოგრჩეს ის კეთილი საქმეები, რომლებიც შენს მოვალეობაში შედის. 9. ზომიერება - მოერიდე უკიდურესობებს, შეძლებისდაგვარად შეეცადე იყო მიმტევებელი. 10. სისუფთავე - არ დაუშვა სხეულის, ჩაცმულობის და ადგილსამყოფელის უსუფთაობა. 11. სიდინჯე - არ აგაღელვოს წვრილმანმა, ჩვეულებრივმა და გარდაუვალმა ამბებმა. 12. უმწიკვლობა - იყავი ზნეობრივად წმინდა 13. თავმდაბლობა - მიბაძე ქრისტეს და სოკრატეს.
|
|
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ |
ნანახია: 1085 |
დაამატა: nika_wero
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
 |
| შესვლის ფორმა |
|
 |
 |
| სექციის კატეგორიები |
|
 |
 |
| ძებნა |
|
 |
 |
| კალენდარი |
|
 |
 |
| ჩვენი გამოკითხვა |
|
 |
 |
| საიტის მეგობრები |
| WwW.Traceurs.Ge |
 |
 |
| სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
 |
|