♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 19 » ამონარიდი დღიურიდან
11:03 AM
ამონარიდი დღიურიდან


როცა ხელში საწერიკალამი ავიღე და ტოვლივით თეთრ ფურცელს დავხედე მივხვდი, დრო იყო შემექმნა ისეთი რამ რაც მკითხველს ბოლომდე ჩაითრევდა. მათ ყურაღებას მიიგცევდა, და დაიბყრობდა, მაათ გულებში შეაღწევდა, გაათბობდა და ჭეშმარიტი სიყვარულის სურვილს გააღვიძევდა. არ მინდოდა დამეწერა სიტყვების "რახა-რუხი"...რა აზრი აქვს კითხულობდე იმას რასაც ვერ გრძნობ, რაც არაფერს აღვიძებს შენში....როცა რამეს გაიგონბს სიყვარულზე შეყვარებული ადამინი, გაიღიმებს და იტყვის რამეს თავისთვის, ზოგს სიხარულით აენთება თვალები, ზოგს კი ცრემლი მოადგება....
....ვინა თქვა სიყვარული ადვილიაო?! არავის უთქვამს!...
.....ვინა თქვა, არ იცის დარდი და ცრემლებიო?!არავის უთქვამს!.....გამოგიტყდებით მიყვარს ერთი... ჩემი თალები რომ დაგანახათ თქვენც მიხვდებოდით...ნაღვლიანი, სევდით სავსე თალები.... ღიმილის ფარდით ვიფარავ სევდას...თავი მეცოდება...
...მე ძლიერ საბრალო, სულ მოცარული და სულ მარტო დავეხეტები..რამდენჯერ მივლია ქალაქში მარტო...მივსულვარ ხიდთან, დამიწყია ფიქრი...მმომრევია ცრემლი, დამიმალია სახე, თითქოს ირგვლივ მყოფთ ვუმალავდი ტირილს...მაგრამ თვალებიც იღლებიან მერე...გული ფიქრობს, იქნებ აღარ ღირს ძგერა, სული ჩუმად, სანთელივით იღვინთება...
....და კვლავ მარტოსულად ვგრძნობ თავს...ირგვლოვ სიცივეა, მოშორებით თბილა...ვხედავ მათ..ვხედავ მომღიმარე წყვილებს, სიყვარულის ქურქით გამთბართ...ხელი ხელზე უკიდიათ მაგრად, არ უშვებენ თითქოს ეშინიათ ერთმანეთის დაკარგვისა...
მიხარია მათ , რომ ერთმანეთი უყვართ....ჯერ კიდევ არსებულა სიყვარული...მიხარია, რომ მათ ააქვთ გული(რაც როდი აქვს ბევრს), რადგან სიყვარული გულში ბუდიბს, იქ ცხოვრობს და რჩება სამუდამოდ...
ალბად რა კარგია როცა ორმხრივია გრძნობა...როცა იცი გულის სწორი, რომ გყავს...იცი გვერდში გეყოლება, გიეთგულებს,ნაზად და სათუთად მოგეგცევა. თუ ცრემლი მოგერევა, ჩაგიხუტებს და გეტყვის '' ნუ ტირი.." მოგეხვევა, გაგათბობს, დაგამშვიდებს, ჩაგჩურჩულებს "მიყვარხარ''... რა თბილია მისი ხელი, მისი გული, მისი ტუჩი, მისი სითყვა...როგორ მხურვალედ გიკრავს გულში და ჩურჩულებს "მიყვარხარ.."
მიხარია, რომ ჯერ კიდევ არის ნიჭიერი ხალხი , რადგან სიყვარული მთავარი ნიჭი არის...ყველას როდი შეუძლია უყვარდეს მთელი გულით, ერთგულად, წ,მინდად, უბილწოდ მხოლოდ ერთი.
ხშირად მცივა, მაშინაც კი როცა სითბო არის ირგვლივ, მცივა, მაგრამ ეს სიცივე როდი არის...არ გიგრძვნიათ მარტოობის სევდა?! და რაღაცის ან ვიღაცის ნაკლებობდა მუდამ.... მარტოობა, სევდა, მელანქრონია, მერე მორცხვი ცრემლი ლამაზ თვალებზე, ფიქრები, ილუზია...დიდხანს იქნება ასე?!...
ყოველთვის ბეჩავი როდი ვიყავი...ყოველთვის მწარედ როდი დავცინოდი თავს...მარტოობის სენით შებყრობილიროდი მივაბიჯებდი, ცარიელი, რომ გეჩვენება და ყოველთვის როდი მივტიროდი ბედს....
ამბობენ სიყვარული სიგიჟეაო...ხო! სოგიჟეა! ტანჯვააო, დიახ ტანჯვაა! ცემლის დენა და უძილო ღამეებიაო, მისი ცხოვრებიტ ცხოვრებააო...ამბობენ ერთხელ მოდის და ასაკი არ იცისო...
მე მიყვარდა ერთი ძლიერ, მაგრად, უზომოდ(მასაც, მაგრამ როდი ვიყავით ერთას, ოხ ეს ასაკი მან შეგვიშალა ხელი...)..მიყვარდა მტელი გულით, არსებით...მიყვარდა ყველაზე და ყველაფერზე მეტად.... სიცოცხლეზე და მასზე ოცნებაზე მეტად... მიყვარდა სიყვარული, რომელსაც სიგიჟე ერქვა.. ვშიშობდი, რომ გაეგო, როგორ მიყვარდა, შევზიზღდებოდი იმ გიჟური სიყვარულისთვის...ხშირად მითხოვია ჩუმად: ''სიყვარული მაპატიეთქო.."
მიყვარდა ისე ძლიერ, რომ ვაკერპბდი, მისთვის სიცოცხლეს გავწირავდი და ყვ
ელაზე ძირპასს დავთმობდი მიყვარდა ისე, როგორი სიყვარულიც ამ ქვეყნად არ არის..ნათლად მახსოვს, იყო დრო როცა ვლოცულობდი: ''თუ გინდ ძილში, სადმე, თუნდაც სიზმრად, ერთი წუთით მოდი.." ველოდებოდი ყველგან სიზმრად, თუ ცხადში...ველოდებოდი და მზად ვიყავი სამუდამოდ დავლოდებოდი, რადგან ვიცოდი : " ტუუ კი ლოდინი მარგუნა ბედნმა, არ უნდა მეთქვა რომ ბედი არ მაქვს, უბედური ხომ მხოლოდ ის არის, ვისაც ლოდინის მიზეზიც არ აქვს..." ველოდებოდი მაშინ როცა ლოდინი სულაც არ იყო საჭირო, რადგან ვიცოდი მასაც ვუყვარდი...
არ გეგონოთ სიყვარულის ისტორია კარგი ფინალით! რადგან ტრფობა შორით ტრფობად დარჩა... იყო მისგან სიყვარულის ახსნა, მერე კი ცივი-არა! მაგრტამ როდი იყო "არა" ისე ცივი როგორც მას ეგონა..იგი იყო დამალული სიყვაულით გაჟღენთილი სიტყვა, რომელიც ცხადად ჩურჩულებდა ''კის''....
მე მაგიჯებდა მისი თვალები, მაგიჟებდა უმისოდ ყოფნა, მატრობდა მისი მონატრების სევდა-ნაღველი...მიყვარდა ტკივილამდე,კივილამდე,გულის წასვლამდე..
...ნამდვილი სიყვარული უთქმელია ხშირად და ეს არვის უკვირს უკვე, არა?!
მან იცოდა რა ხდებოდა ჩემს გულში, მაგრამ ვერ მპატიობდა ერთ სიტყვას-არას!
არ მესჰინოდა ქვეყნად არაფრის, გარდა ღმერთის და მისი დაკარგვის, მაგრამდავკარგე, რადგან ვერ მაპატია ერთო შეცდომა...მაგრამ შეცდომას შეცდომა მოყვა და დავიკარგეტ სიყვარულის ლაბირინთებში..სულ აგვებნა გზა...
...მიყვარდა, ვუყვარდი , მაგრამ არ ვიყავით ერთად, ყველაფერი ასე რატომ ხდება?! შანს ჩვენი არჩევანით ვუშვებთ ხელიდან, მერე კი ვნანობთ, ნეტა ''კი'' მეთქვა, "რა იქნებოდა?!"
დიდხანს მიყვარდა, მოგონებებით დიდხანს ვცოცხლობდი, წარმოსახვაში სულ მის სახეს ვხატავდი, სულ მასზე ვფიქრობდი, მაგრამ დრომ და თითქოს ''სოშორემ'' მაინც თავისი ქნა...გრძნობა განელდა, მერე თითქოს თანდათან გაიცრიცა, გაქრა და მცირეღა დარჩა, ისიც სათუთად ჩამალული გულში-მოგონებად...მოხდა სასწაული- გ ა დ ა მ ი ყ ვ ა რ დ ა...
ამბობენ, რომ ჭეშნარიტი სიყვარული მხოლოდ ერთხელ მოდის, თუ ასეა მუდამ მეყვარება "ის"..მაგრამ რა ვქნა?! ლაღი გული არ ისვენებს, ცოტა ხნის წინ გაიტაცა ერთმა...როგორ იყო?! აი ასე: დავხუჭე თვალები და როცა გავახილე, მივხვდი , რაღაც შეცვლილიყო ჩემში, ან ჩემს ცხოვრებაში....ვუყურებდი და ვხედავდი მის ლამაზსახეს, ფართე ღიმილს...ვხვდებოდი სულ მის გვერდში მსურდა ყოფნა, თუნდაც ჩუმად, მოლანდებასავითისე რომ სიტყვაც არ მეთქვა მისთვის, თვალები მუდამ ეძებდნენ მას, მის გარეშე არაფერს ქონდა აზრი...მერე დაიწყო, მუდამ მასზე ფიქრი, სიზმრად ნახვა-მისი გამუდმებით...წუხელ დამესიზმრა: " წვიმაში იდგა და ჩემთან ახლოს ყოფნა სურდა, ტუჩებს უკოცნიდა წვიმის წვეთები, მე კი ამ წვეთების ძალიან მშურდა"...ვიფიქრე განგებამ "კურთხევა მომცა ბედნიერების!", გამიხარდა ძლიერ , მარამ სიხარულიტანჯვამ შეცვალა..ბედმა მარგუნა კვლავ ტკივილი-უზომოდ დიდი, სიტილი, თეთრად გატენებული ღამეებ, მაგრამ დავიბრუნე გული-სავსე სიყვარულით...ამბობენ სიყვარულისთვის ყველაფრის გაღება ღირსო, რუ სიცოცხლეს ვწირავ მისთვის,უძილო ღამეები ხომ ირონიაა და წვეთია ზღვაში...
...ვინ იცი, ცოდვილს რამდენჯერ მითხოვია უფლისთვის დამესიზმროს და სიზმარში ჩამეხუტოსთქო..
...რომ ვიძინებ, მოდის, ცრემლებს მწმენდს და შუბლზე მკოცნის, მერე მიდის, მაგრამ წასვლა უჭირს..ესეც ილუზია....თავს ვითყუებ და ამ ტყილით ვცოცხლობ..რატომ?!
ერთ დღეს ვხვდები დავიღალე....დავიღალე ტირილით,ტანჯვით,დარდით და სევდით, იმ ნიაბის მოხდენით, რომელიც მას სურს, დავიღალე მისი შეცდომებით...ვეარ ვპატიობ ტკივილს რომლითაც დამასაჩუქრა....ვფიქრობ დროა ყველაფერი გათავდეს, მაგრამ მოვა, გვერდში ამომიდგება, შემომხედავს, ტვალებს ემომანათებს, გამიღიმებს, რამეს მეტყვის დაიწყება ყველაფერი თავიდან...პატიება..გულისტკენა...დარდი, იმედგაცრუება.....მაგრამ საოცარი სიხარულიც, რადგან ის აქაა, ახლოს,გვერდში მიდგას, არაა შორს..
...მისი ღიმილი ჩემი ღიმილია, მისი სიხარული- ცჰემი სიხარული, მისი დარდი -ცემი დარდი, მისი ტკვილი-ცემი ტკივილი, მისი ტანჯვა-ცემი ტანჯვა...მოკლედ-ვცოვრობ მისით...ამიხსენით ეს რა არის , თუ არა სიყვარული...რა გრძნობაა გულში ასე გამჯდარი??! (ამბოენ სიყვარული ერთხელ მოდისო..ეს რომ მეორეა?!)





კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1238 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-11-22, 1:40 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 34
სტუმარი: 34
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024