♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 1 » აკაკი წერეთელი
5:41 PM
აკაკი წერეთელი

,,ბედნიერი ნიჭის" შემოქმედი უწოდა ილიამ აკაკის. ერის წინამძღოლი წინასწარმეტყველურად წერდა:,,აკაკის სამსახურს და ღვწლს ქართველი გულში ჩაირჩენს სამუდამოდ სახსოვრად. მისი მშვენიერი ლექსებით არაერთხელ დაიტკბობს ყურს და გრძნობას და არაერთხელ მისცემს გულს მამულიშვილობისთვის."

,,თუ ჩემს სამშობლოს გამოაღვიძებს
ჩემი სიკვდილი, აჰა მეც მზად ვარ!...
მოდი,ჯალათო, შენი მახვილი
შეუბრლებლად ზედ გულზე დამჰკარ!"

მას სამშობლოსათვის სიცოცხლეც კი არ ენანებოდა. იგი პირად ცხოვრებას დიდად არ დაგიდევდათ საზოგადოებრივ სფეროში კი ბევრი და ნაყოფიერად იღვაწა. აკაკი წერეთელი ყველგან და ყველასთვის უაღრესად სასურველი პიროვნება იყო. მან ერთი დღე საპატიმროშიც კი დაჰყო, გუბერნატორის გამასხარავებისთვის.
აკაკი ყველა დიდ ეროვნულ წამოწყებაში აქტიურად მონაწილეობდა. იგი მხურვალედ ჩაება ,,ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" საქმიანობაში. 80-იან წლებში ჩვენი ეროვნული სიამაყე ,,ვეფხვისტყაოსანი" მისი სურვილით უნდა მომზადებულიყო გადმოსაცემად. აკაკის მიზანი იყო ეჩვენებინა პოემის ეროვნული ხასიათი.
აკაკი წერეთლის ფართო ურთიერთობა ჰქონდა ხალხთან. მან კიდით კიდე მოიარა საქრთველო.მისთვის მთელი ქვეყანა სახატეა:

,,ჩემი ხატი სამშობლო,
სახატე - მთელი ქვეყანა
და, რომ ვიწვოდე, ვდნებოდე
არ შემიძლია მეც განა?"

აკაკის სამშობლოა ,,ცა-ფირუზ, ხმელეთ -ზურმუხტი." მხარე - სატრფო, ,,ძველი ტურფა, დღეს მკვდრეთით მძინარი, ფეხშიშველა თავზე ლეჩაქმოხდილი.""
აკაკი წერეთლის პატრიოტულ ლექსებს ის დიდი გადამდები ძალა აქვთ, რომ პოეტი კი არ გვმოძღვრავს, კი არ ქადაგებს სამშობლოს სიყვარულს, საზოგადოდ კი არ მოგვიწოდებს სამშობლო გიყვარდეთო, არამედ სასტიკად კიცხავს ქართველს, ვინც არც შინ ვარგა, არც გარეთ, ჯერ ქართული არ იცის და ,,უცხოს ედება".
აკაკის ლექსების დიდი ნაწილს პატრიოტულ გამიზნულებასთან ერთად პოკიტიკური სიმახვილე და სიმწვავეც ახლავს. იგი თავისი ლექსებით აფხიზლებდა ქართველ ხალხს, თავისი ნამდვილი მტერ-მოყვარე რომ ეცნო. იგი ჩვენი ქვეყნის საიმედო მომავალს ახალგაზრდობაში ხედავდა, სჯეროდა ახალგაზრდობისაც და მომავლისაც.
დიდად ჯანგატეხილი პოეტი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა თავის მამაპაპისეულ სახლში, სხვიტორში, 1915 წელს. მან სამუდამო განსასვენებელი მისი დიდი თანამებრძოლის ილიას გვერდით მთაწმინდაზე ჰპოვა.
მთაწმინდამაც ,,მამა დავითს შეავედრა" და ,,გულში ჩაიხუტა" დიდი მამულიშვილის ,,საშვილიშვილო სამარე".

კატეგორია: ♥ცნობილი მწერლები♥ | ნანახია: 2822 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 ana@anano.ge  
0
მე მინდა აკაკი წერეთლის პატრიოტული ლექსები

სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 1:09 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 69
სტუმარი: 69
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024