♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 11 » აი სიყვარული...2
6:41 PM
აი სიყვარული...2


_ თათა, გესმის რას ამბობ?! გგონია, ჩვენ არ გვიჭირს?!
_ გუკა ცოცხალია და არავის აქვს უფლება მას სიცოცხლე წაართვას! . . .
_ თათა გაჩერდი! გეყოფა!
_ ნიკა, გუკა ცოცხალია! და მას დღეს არავინ გამოურთავს აპარატს!
_ თათა, შვილო, წამოდი, დაისვენე და მერე ერთად წავიდეთ საავადმყოფოში . . .
ჩაგვერია თინაც. გუკას მამა გაკვირვებული მიყურებდა, ასეთი არასდროს ვენახე . . .
_ თინა დეიდა, არ გავგიჟებულვარ და არც დასვენება მჭირდება . . . ბედნიერი ვარ!
არავინ მიჯერებდა, რომ სიმართლეს ვამბობდი. ალბათ ყველამ გაგიჟებულად ჩამთვა. თინამ საძინებელში შემიყვანა, დასაძინებელი წამალი მომაწოდა და მთხოვდა, დამეძინა, მაგრამ მე ჩემი გავიტანე, არც დავისვენე და არც დავიძინე.
_ მე თქვენს გასახარებლად გამოვვარდი ამ დილაუთენია საავადმყოფოდან და თქვენ არ მიჯერებთ! . . .
საავადმყოფოში რომ მივედით, პირველი პალატაში ნიკა შევიდა. გუკა მიტრიალებული იყო და ალბათ შესვლა ვერც გაიგო, რადგან არ მოტრიალდა, ნიკამ თავი დაირწმუნა, რომ საყვარელი ადამიანის დაკარგვამ ჭკუიდან გადამიყვანა. ბოლოს მე შევედი, კარი განზრახ მივაჯახუნე. გუკა გადმობრუნდა და შემოგვხედა.
_ გამარჯობათ!
ძლივს ამოღერღა გუკამ. იმ წუთებში რომ ენახა ნიკას და მისი მშობლების სახე, გაეცინებოდა . . . მათ თავი სიზმარში ეგონათ. ნიკა დაფეთებული ხან მე შემომხედავდა, ხან გუკას, ფიქრობდა, ალბათ მეც გავგიჟდიო . . .
ყველაფერმა ჩაიარა . . .
გუკამ დიდი ხანი საფრანგეთში დარჩენა არ მოისურვა და თბილისში წამოსვლა არჩია. მას იქ ყველაფერი გაუკეთეს, მაგრამ მაინც ფეხებს ვერ გრძნობდა, ამბობდნენ რომ ეს დროებითი იყო და მალე აღარ დასჭირდებოდა ინვალიდის ეტლი . . . ჩვენც გვჯეროდა . . .

***

ცხოვრება ნელ-ნელა მიდიოდა.
. . . ივნისი ჩემთვის ძალიან ცუდი თვეა . . . გამოცდები და მთელი მისი ჯარი. როგორც იქნა, ივნისი გადავაგორე. ივლისი და აგვისტო ქალაქიდან არ გავსულვარ. გუკა მკურნალობდა და მთელი თვეები მასთან ვიყავი . . .
ბოლოს, როგორც იქნა, დადგა ჩემი უსაყვარლესი თვე დეკემბერი. ამ თვეს ხომ მე დავიბადე და ალბათ ამიტომაც მიყვარს განსაკუთრებით.
5 დეკემბერი. დილიდანვე ვღელავ, ვალამაზებ ოთახს, სადაც დიდი სუფრაა გაშლილი. საღამოს სტუმრებს ველოდები. გუკა ადრე მოიყვანა ნიკუშამ.
მოსაღამოვდა . . . როგორც იქნა, ყველა მოვიდა. . . . სადღეგრძელოები, ყვირილი, სიცილი, მხიარულება . . . ყველა ცეკვის ხასიათზე მოიყვანა წითელმა ღვინომ. აცეკვდა ხალხი. მე გუკას გამო არ მინდოდა ცეკვა, მაგრამ მაინც შემიტყუეს. ცეკვის დროს გუკას შევხედე, იგი ძალიან მოწყენილი ჩანდა . . . მივედი მასან:
_ გუკა, მაპატიე . . . არ უნდა ვცეკვავდე . . .
_ რას ამბობ, გოგო?! ხომ არ გაგიჟდი?! ახლა ისღა მაკლია ჩემს გამო არ იცეკვო და ჩემსავით ერთ ადგილას იჯდე . . .
მან იძულებული გამხადა, ცეკვა გამეგრძელებინა. ნიკას დაუძახა და უთხრა თათას ეცეკვეო.
გადიოდა საათები, ჩვენ უფრო და უფრო ვმხიარულობდით . . . მოვიდა სანთლის ჩაქრობის დროც . . . თამადამ სიჩუმე ითხოვა . . . შუქი ჩააქრეს . . . ტორტის 20 სანთელი ანათებდა უზარმაზარ ოთახს . . . გუკამ ხელი მომკიდა და ჩუმად მითხრა:
_ თა, ჩაიფიქრე . . .
მე ჩვენი ბედნიერება და გუკას გამოჯანმრთელება ჩავიფიქრე. სანთლებიც ჩავაქრე . . . შუქი არავინ აანთო.
_ ნათი აანთე რა შუქი . . .
დავუძახე ჩემს დას, მაგრამ შუქი არავინ აანთო. უცებ ვიღაცამ გუკას საყვარელი სიმღეა ჩართო. შუქის ასანთებად გავწიე, მაგრამ რომელიღაცამ შემაჩერა და ცეკვა დამაწყებინა . . . შუქი აანთეს. მე გუკას მკლავებში ვიყავი, ვცეკვავდი ძველებურად . . . მან გულში ჩამიკრა, ძალიან მაგრად. ხმა ვერ ამოვიღე, თვალები ცრემლით ამევსო. გუკამ ცრემლები მომწმინდა და მითხრა:
_ სიცოცხლის პატარა ნაკადული ხარ, რომელმაც შემაძლებინა ისევ და ისევ ფეხზე დავმდგარიყავი . . . ნუ სტირი . . . გეყო, ის რაც იტირე . . . მე შენ მჭირდები. მიყვარხარ, ჩემო სიცოცხლევ! . . .
ამ დროს ზოგი ჩვენთან ერთად ცეკვავდა, ზოგი ისევ ღვინით ისველებდა პირს, ზოგიც ჩვენ გვიყურებდა და ჩვენი ბედნიერებით ტკბებოდნენ . . .
ეს ყველაფერი ნიკუშას მოუფიქრებია ერთი კვირის წინ, როცა გუკას ოთახში შესულს იგი ფეხზე დახვედრია. ცოტათი გავბრაზდი, მაგრამ ასეთმა უეცარმა სიურპრიზმა გამახარა. იმ დღეს პირველად დავინახე გუკა უზომოდ ბედნიერი, პირველად ვნახე თვეების ლოდინის მერე მისი დგომა, მისი სიარული და ცეკვა . . . რა თქმა უნდა, ჯერ მისი დიდხანს ფეხზე დგომა არ შეიძლებოდა, მაგრამ ჩემთან ცეკვას ვერავინ დაუშლიდა.
ასეთი უჩვეულო სიურპრიზებით ჩაიარა ჩემმა დაბადების დღემ. გუკა უკვე ფეხზეა. მაისიდან მოყოლებული ქალბატონ თინას მოცემული ბეჭედი არ მომიხსნია, რადგან გუკამ მთხოვა. ჩვენ ჩემი დაბადების დღიდან ორ კვირაში ნიშნობა გვქონდა. ამის მერე სულ ერთად ვართ. ერთი თვე მე და გუკა გერმანიაში ვიყავით, რომ ჩამოვედით, ორ კვირაში დიდი ამბავი გველოდა . . .
14 თებერვალს ჯვრისწერა და დიდი ქორწილი გვქონდა. მოკლედ ეს წელი ჩვენთვის სიურპრიზებით იყო აღსავსე. მე და გუკა ძალიან ბედნიერები ვართ, რადგან ღმერთმა ერთმანეთი გვაჩუქა და არ დაგვაშორა.

***

მარტის არეული და ცივი დღეებია . . . თოვლს ვნატრობ ისევ . . . მაგრამ ვერ ვამბობ . . . სახლში მარტო ვარ. . . დღეს ჩემი სიცოცხლე უნდა ჩამოვიდეს საფრანგეთიდან . . . მეშინია . . . საფრანგეთში ბოლო გამოკვლევაზე წავიდა . . . დღეს კი დილით სასიხარულო ამბავი გავიგე . . . გუკას ძალიან გაუხარდება . . . დღეს ის საღამოს 9 საათზე ჩამოდის . . . მას კი მე დავხვდები . . .
8 საათია. გარეთ გავედი, აეროპორტში ნახევარ საათში მივედი . . . გარეთ ველოდები ჩემს სიყვარულს . . . თოვლის ფიფქები მეჩვენება თუ მართლა მოდის?
გუკაც გამოჩნდა! გარეთ გამოდის, მიახლოვდება . . .
_ თათა, გილოცავ! საოცარია, წელს პირველად თოვს თან მარტში და ეს თოვლიც მე ჩამოგიტანე . . .
_ გუკა, კარგად ხარ? მომენატრე! მორჩი ყველაფერს?!
_ კი, ჩემო სიცოცხლე! შენ როგორ ხარ?
_ მე კარგად! გუკა . . . გილოცავ, 7 თვეში მამა გახდები! . . .
_ მიყვარხარ! გმადლობ თათა!
_ და ჩვენი სიყვარულის ისტორიას მასაც მოვუყვებით...





კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1101 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 2:08 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 56
სტუმარი: 56
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024