ძალიან მალე იცვლება ჭიქა,
ძალიან მალე იღლება თვალი,
ძალიან მალე, ძალიან მალე
იცვლება აზრი, იშლება კვალი.
მე კი კვლავ გულის კარნახით ვცხოვრობ -
ჯერ ვერ ამოვდე გრძნობას სადავე,
ჯერ ვერ მოვუღე ოცნებას ბოლო,
ვერ მოვუშალე იმედს სათავე.
და კვლავ იმ პირველ ელდით ვარ სავსე,
ვით ციხე - მტრებით გარემოცული...
თუმცა თვალები დაბერდნენ გზაზე
და ვერ გიხილეს ჩემთან მოსული..
|