♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 26 » ...............
9:23 PM
...............


შენს თვალებს პირველად როგორც კი შევხედე
ვიფიქრე, ლამაზი თვალები ჰქონია,
ასეთი უძირო, ლამაზი თვალები
ალბათ არავის, არასდროს ჰქონია.
გიპოვი, შეგხედავ და თვალებს ძირს დავხრი,
დიდხანს რომ გიცქირო, დამწვავენ მგონია,
სულ გულში მექნება, ასეთი თვალები
ალბათ არასდროს, არავის ჰქონია.
დღემდე ვერ მივმხვდარვარ და ვერ გამიგია,
ასეთი თვალები თუ ვინმეს ჰქონია,
მართლაც ლამაზია ეგ შენი თვალები
თუ მე მიყვარხარ და მიტო მგონია?


........................................................


ლამაზი ღამეა, არ მასვენებს შენე ფიქრები,

ერთხელაც გეტყვი, ნუ დამტოვებ, მე შენ მჭირდები,

ლამაზ სიყვარულს ნუ დამინგრევ გრძნობით აგებულს,

არ მიმატოვო, თორემ გული იგრძნობს სინანულს.

კარი გამიღე. მე შენს გულში ადგილი მინდა,

ო, რომ იცოდე, შენგან წასვლა როგორ არ მინდა,

მიყვარხარ კარგო მთელი გრძნობით, მთელი არსებით,

იმედს ვიტოვებ, რომ ოდესღაც ჩემი გახდები.

ყოველთვის როცა შემოვხედავ შენს ლამაზ თვალებს,

ვერ დავივიწყებ. როგორ ამბობენ ისინი სათქმელს,

ამბობენ იმას, რაც შენ დღემდე ვერ გაგიბედავს,

რომ ვეყვარები და ბოლომდე დარჩება ჩემთან.

ხომ შეიძლება ჩაიხედო ზოგჯერ ჩემს გულში?

აღმოაჩინო, რომ შიგ ვზივარ

..............................................................


ნახე... დამიგულა სიმარტოვემ,
ბედმა მიმატოვა, ბედნიერმა,
ახლა... ბოდვასავით ვიმეორებ
სიზმრებს, რომლებშიაც მეტირება.
და მერე... მიდიან შეგრძნებები,
და მერე... ბრუნდება უშენობა,
ალბათ, სიმარტივეს ვეძნელები,
რადგან ნიავივით უფერო ვარ
და რთული ქარივით, სევდასავით,
თვალებში ჩაკირულ ნაღველივით,
მოდი... უჩემობას შეგასწავლი,
დრო რომ განმეორდეს გაფრენილი,
ხომ უნდა იცოდე ისე წასვლა,
შენი ნაკვალევი წამიშალო,
ყველა ემოცია არ წამართვა,
მტკვარში სინანულად არ ჩამღვარო.
...ქალაქი აიკლეს ბეღურებმა,
შენ კი ერთგულებით დაიღალე,
იცი, ხეივანი გემდურება,
მზერა გაუხუნდა გამჭვირვალე.
შეხედე... ფოთლები დაგვიბერდნენ,
ცასაც ნაოჭები გასჩენია,
ლექსებმა დუმილი გაიმეტეს,
უსმინე... სათქმელი დარჩენიათ..
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1281 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 2:01 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 70
სტუმარი: 70
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024