♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 26 » ........................
5:44 PM
........................


მე ვარსკვლავი ვარ, ცას მოვწყდი და მიწას მივაშურე. ყოველთვის მინდოდა მიწაზე დავვარდნილიყავი, ნაზად გადამებიჯებინა ტკივილისთვის და მეფიქრა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. არცერთი წამი არ დამეხარჯა უქმად. შემეგრძნო, რომ ადამიანი ვიყავი, მესუნთქა ჰაერი და ყველასთვის, ყველაფრისთვის სიყვარული ამეხსნა.
მეტირება და მაშინ წვიმს, მეტირება მაშინ როდესაც ვუყურებ ადამიანებს, თუ როგორ უქმად ხარჯავენ დროს, ძირითად დროს უთმობენ იმაზე ფიქრს, რომ ცხოვრება ხანმოკლეა, რომ მალე მოკვდებიან და ყკან დარჩება ბევრი კარგი, მაგრამ კარგი არც არაფერი ყოფილა, რომ კარგი ყველაფერი თავად უნდა შეექმნათ, არ უნდა შეგუებოდნენ ბედსმ უნდა ეცხოვრათ განსხვავებულად და თუ ეს მხოლოდ სიტყვებია და მეც მათსავით უმწეო ვიქნებოდი მაშინ დავჯდებოდი მინდორში, მთელ დროს ვიფიქრებდი და ვიოცნებებდი, რადგან თუ ადამიანს ძალუძს იოცნებოს იმის ძალასაც იპოვნის საკუთარ თავში, რომ ოცნებებისთვის იბრძოლოს.
ყოველ წამს ღრმად ჩავისუნთქავდი და ვიტყოდი, რომ შეყვარებული ვარ. ადამიანს თუ არავინ უყვარს ის მაინც მუდამ შეყვარებულია. მეყვარებოდა ჩემი ფიქრები, ოცნებები, გრძნობები და მეყვარებოდა. გავიღიმებდი ხშირად და ცრემლებით დავნამავდი დედამიწას. შევტირებდი დაკარგულ სიყვარულს, რომელიც ჩემს ოცნებებში არსებობდა. ვიოცნებებდი, ვიოცნებებდი და ვიოცნებებდი. ხელს მოვკიდებდი ადამიანებს, შევიყვანდი ჩემს სამყაროში და მალე ყველა ადამიანი ჩემთან ერთად იცხოვრებდა. არასოდეს მივეცემოდი თვითგვემას, დავიფარავდი არსებებს და არ გავთელავდი ყვავილებს, მაგრამ მე ვარსკვლავი ვარ, მარტოსული და მეოცნებე, ხანდახან ადამიანებს სიხარულს ვანიჭებ და ამისთვის მადლობა უფალს.
ერთ სიტყვას შემოვუთვლი ადამიანებს: არასოდეს მოიტოვოთ და არ გადადოთ თქვენი ოცნებები გვერდზე, იყავით ის რაც ხართ და თუნდაც არარსებული სიყვარული აგრძნობინეთ სხვებს, გააფართოვეთ ის და მუდამ გიყვარდეთ სანამ ისევ მიწად გადაიქცეოდეთ საიდანაც გაჩნდით. მიყვარხართ და მჯერა, რომ ოდესმე შეძლებთ შექმნათ არარსებული და დაინახოთ უჩინარი, გისურვებთ ხატთან დამდგრებს გელოცოთ ოცნებებზე და უფალს თხოვოთ ძალა მისი შეგრძნებისა და ასრულებისთვის, მაქამდე კი, მე შორიდან გაგინათებთ გზას, რადგან მე ლაპარაკი არ მძალუძს, ვიტირებ და ჩემი ცრემლებით დაგინამავთ სახეს. წერილი ყველას და ყველაფერს ვარსკ-ვლავისგან.
მე ერთი მეოცნებე ვარსკვლავი ვარ ღმერთს ადამიანობას რომ ვთხოვ. ვარსკვლავი,რომელიც არასოდეს ჩაქვრება და ყოველთვის მზად იქნება თქვენი ოცნებების მოსასმენად.




კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1128 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 2:50 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 59
სტუმარი: 59
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024