♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 26 » ...............
5:39 PM
...............


დამტოვეს, მარტო დამტოვეს,
მშიერი დავრჩი ისევ მე,
ფეხს გავკრავ სევდით ხმელ ტოტებს...
მშია და მაშინ ვიცეკვებ.

...ტყუილს სიმართლე არ გაანდეს,
ცრუ არის ძალაუფლება...
სიმართლე ტყუილით დააბეს,
ძალას არ უყვარს უფლება!"
"სხვისი რაც არის გააგდე!..
ნუ მალავ შენი რაც არის."
"ბუმბულს გზაზე ნუ დააგდებ!..
ყველა ფრთა ჩიტის არ არის."
"ლამაზ ფიგურებს რა დალევს?..
რბილი თიხაა ბედი,
შხამს იგი თავად არ დალევს" -
ანდაზებს ყვება გედი;
"ღიმილსაც ფარავს ვუალი."
"შიმშილი ცოფის მტერია."
"პატარა სენის მკურნალი,
უფრო მოზრდილი სენია."
"ხომალდს მიაგავს ხანდახან,
მაგრამ დამპალი ტივია."
"ხმალი, თუ ცეცხლში იწრთობა,
გრდემლი ყოველთვის ცივია."
"ჯებირებს საყრდენს ნუ უცვლი,
ნაპირი ტალღებს არ ჰყვება."
"მდინარეს გეზს, თუ შეუცვლი,
დინებას მიწაც გაჰყვება."
"ფეხქვეშ იყურე, ხმელ ტოტებს -
თავი ჯერ ნედლი ეგონათ."
"...და ლოკოკინა, თუ მოგსდევს..." -
კმარა!.. გაჩერდი!.. გეყოფა!
მშია!.. ბოღმაში ვიხრჩობი!
შემეშვი... წადი შენი!..
კაცს ვგავარ ჩიტზე მინდობილს,
გამომივიდა ბრძენი;
"მგელს არ სწამს ოქროს ციალი,
ვერცხლი იფარავს მგლის ლეკვებს."-
გედის გაისმა ღრიალი:
გშია და მაშინ იცეკვე!!!

გამომაფხიზლა სიცივემ,
უბერავს ცივი ნიავი,
საცაა მგონი იწვიმებს,
ზეცას გაუდის ჭრიალი...
დენივით დამკრა... სად გაქრა?
კვალი არა სჩანს არაფრის,
ხილვებმა გედი გამაცნეს,
სულის წრიალის ხმა მესმის;
წავიდა, გაქრა, გაფრინდა,
აზრები ორად გამიყო,
ბოლო ბორანი გავიდა;
ვინ იყო?.. არა!.. რა იყო?
რატომ ვარ ისევ მშიერი?
თან რატომ არ გამიყოლა?
იქნებ ზღაპრები მიამბო,
იყო და არა იყო რა...
ვდგავარ, არ მახსოვს როდიდან,
ყურთან გედის ხმა დამყვება:
"მდინარეს გეზს, თუ შეუცვლი,
დინებას მიწაც გაჰყვება";
ვდგავარ, არ ვიცი როდემდე,
ან შეიძლება ამდენი?
ტოტები მეუბნებიან:
დაძველდი! დიახ, დაძველდი!

ტანში დამიდის სიცივე,
სულში გამიდის ჭრიალი...

ფეხთან დაეცა ბუმბული...
რა არის?.. არა!.. ვინ არის?
"ჩიტის როდია ყველა ფრთა" -
დამბურძგლა, ნუთუ ის არის?-
"სული არასდროს არ იმჩნევს
არც სევდას და არც იარას,
წამოდექ, ამოისუნთქე!..
და ორჯერ მეტი იარე."
ვყვირივარ - ნეტავ გამოჩნდეს!
ნეტავი ჯერ არ დაბინდდეს!..
"...და ლოკოკინა, თუ მოგსდევს.
ნუ აუჩქარებ ნაბიჯებს!"

რატომ ვიდექი არ მახსოვს,
მახსოვს, რომ დიდხანს ველოდი,
მძიმემ მსუბუქი გამაცნო,
ვიდექი, ცას გავსცქეროდი;
პატარა გაელვებაზე
მთელი სხეულით ვკრთებოდი,
მიწამ სისწრაფეს უმატა,
ნელ ნელა მიწას ვწყდებოდი.

გავიდა ბოლო ბორანი,
ვდგავარ, მშია და მცივა,
გავიდა ბოლო ბორანი,
უჩემოდ... სული მტკივა;
დამტოვეს, მარტო დამტოვეს,
მშიერი დავრჩი ისევ მე,
ფეხს გავკრავ სევდით ხმელ ტოტებს...
მშია და მაშინ ვიცეკვებ.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1267 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-11-22, 2:08 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 34
სტუმარი: 34
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024