წვიმა მოვა... თოვლი წავა... ხელისგულზე დადნება... სულის ყველა ფორიაქი სიტყვით არ ითარგმნება... მრავალწერტილს ჩავაბარებ, ნისლი გადააფაროს... ყველაფერი გაამჟღავნოს... ყველაფერი დაფაროს... რადგან სიტყვა საკუთარი თავით ხშირად იღლება... სარკმელი რომ იკეტება, სადღაც კარი იღება... ზოგი სიტყვა გამირბის და ზოგი _ თვალსაც მარიდებს, ვისაც უნდა, ლექსში დარჩეს, ვისაც უნდა _ წავიდეს.
.................................................
მოდი რაააა...წამიყვანე წყალგაღმა გამიყვანე ნაპირთან დამტოვე და თუ გინდა წადი... მოდი რააა..დამიყვავე, ტკივილი გამიქვავე, ყოველთვის მიყვარდი და ყოველთვის მწამდი! მოდი ჰოოო...გაგიცივდი ფოთლებად დაგიცვივდი, ვიქეც შემოდგომად სიყვითლე მაკრთობს... მოდი ჰააა დაგიმძიმდი ვერაფრით დაგიმშვიდდი, ვიცი რაც გითხარი...დაგპირდი..მახსოვს!!! ოჰ დააა ვერ ვერევი ჰო და ვერ გელევი ეხლა სული გიხმობს უჭირს და მისთვის.. ნატვრად შეგერევი... როცა შეგეხები.. რატომ ვერ მოდიხარ რატომ და რისთვის? მოდი აააქ..დამატიე ცრემლში ვერ ჩაგატიე... მოდი ჩაგეხუტო ,ჩაგეკრა მინდა გული აგატკიე ? მოდი მაპატიე... ცრემლად ეს სათქმელი ვიცი რომ,ღირდა.
|