იქ სადაც სდუმან პირამიდები, მზის ქორწილის დროს მე დავწვები მზისფერ სილაზე, იქ,სადაც სდუმან პირამიდები, შენ მომინდები, შენი თვალები,შენი მკლავები,შენი სინაზე. შენ მოგაფრენს ცხენი არაბული, თვალებ დანაბული. სიყვარელ ხელებს მივეცემი,როგორც ნაზ საწოლს, და შენ დამკცონი ვით დედოფალს, ვით მხევალს და ცოლს. ტკბილი იქნება ცხელ სილაზე ჩვენი თმაში, მზიურებს მაშინ არაფერი მოგვაგონდება... პირამიდებში ატირდება ლოდონით რაში. ლურჯ სფინქსთან მივა,უცქერს დიდხანს და დაღონდება, სილიან ტანით მდინარისკენ გავეშურებით, მწვანე ტალღებში დავამშვიდებთ ჩვენს ღელვას,ალერს, გამოფხიზლდება შენი რაში სფინქსის ყურებით, დაუწყებს ძებნას უდაბნოში თავის სიყვარულს.
.....................................................
ისევ, ჩვენს მუსიკას ვეფერები... ისევ, ისე ვმღერი, ჩემებურად... ისევ, აკორდებით გეფერები... თურმე მყვარებიხარ, ძველებურად... აკორდი შემეშალა, ავირიე... სული ყინულივით გამიცივდა, უცებ დაგინახე, გადამრიე... თითებზე აკორდი შემაცივდა... მუსიკა აზრებად ავამღერე... სიტყვები ტუჩებზე მიმოდიან, გთხოვ ნუ გამაჩუმებ, ამამღერე... ნუღარ შეაჩერებ მელოდიას... ისევ, აკორდები მელანდება... გულშიც აკორდები გროვდებიან, თითები კლავიშს ებლანდება... როცა, ეგ თვალები მშორდებიან... ისევ, ვერ ავიღე ის აკორდი... ისევ, ფალშია და ისევ მეძნელება... ისევ, ოცნებებად ამიგორდი... ისევ, მიგვატოვეს ენძელებმა... ისევ, ჩვენს მუსიკას ვეფერები... ისევ, ისე ვმღერი, ჩემებურად... ისევ, აკორდებით გეფერები... თურმე მყვარებიხარ, ძველებურად.
|