ნუ ტირი, მე რომ ვტირი ეგეც მეყოფა, დრო გადის, ხედავ? გზები უკვე გვეყოფა, ნუ ტირი, ჩემი გული შენთან დარჩება, ცრემლებით არაფერი არ გადარჩება... ნუ ტირი, თუმცა ცრემლი მართლაც გიხდება, ჩემ გარდა შენს მშვენებას სხვა ვერ მიხვდება, ნუ ტირი, გინდა? ჩემს ცრემლს გაგიზიარებ, მე წავალ, მაგრამ სულს არ დაგიზიანებ... გათენებისას მზესთან ერთად დაგელოდები არა! წარსულში ვერ დაგტოვებ, არ მემეტები! ნუ ტირი, ბედი ტირის ეგეც გვეყოფა, ხომ ხედავ, გზები უკვე მართლაც გვეყოფა....
..........................................................................
ამინთე შუქი, სიბნელეა ცოდვათა შინა, ამინთე შუქი, დაგანახო ჩემი ცრემლები, მე ცხედარი ვარ, ბნელ ოთახში ღრმა ძილით მძინავს, მე ცხედარი ვარ, ჩარჩენილი ცოდვის კედლებში...
ამინთე შუქი, დაგანახო შეშლილი სევდა, ამინთე შუქი, სინანულით გავხსნა თვალები, იქნებ შევიცნო სურნელება ღვთაებრივ ფერთა, იქნებ შევიგრძნო სიხარული ჯვარზე წამების...
ამინთე შუქი, რადგან გულიც ვერაფერს ხედავს, ამინთე შუქი, დარჩენილა, რადგან წამები, ჩემს ვიწრო სარკმელს მოეფინა უცნობი სევდა, ჩემს მწუხარე ხმას დაეუფლნენ უცხო ძალები...
|