გითხარი... გეწყინა, ბავშვივით გაწითლდი, ბავშვივით დამტუქსე თან, რა ცუდი ყოფილხარ, მომშორდი, გამცილდი, როგორ გამიბედე თქმა...
არა, თავს იქნევ, სასტიკად უარობ, მეძახი ცუდსა და შლეგს, მე კი, ასე ცუდი, მეგობრებს ვუამბობ, როგორი კარგი ხარ შენ!..
..........................................
მზეა გარეთ, გულს სხივები ვერ ათბობს... მახსოვს ღვინო, შავი ღვინო მათრობდა... შენ წახვედი და დაგვტოვე მარტო... მზე იყო და უცებ თითქოს გათოვდა... ლექსებს ისევ, შავ ღვინოში დავეძებ... ატმის ბაღებს უშენობა ათოვდათ... რას დავეძებ მომავალს და აწმყოს... მე, წარსულის მოგონება მათბობდა... ტანჯვას მაინც დავიკიდებ ფეხზე... ისევ მოვალ ზვარაკად და მათხოვრად... არ ვიფიქრებ, არ ვიდარდებ ბედზე... მიგვატოვე და უღმერთოდ მარტო ვართ... დაგვტოვე და მაინც ისევ აპრილდა... მზეა მაგრამ, თითქოს მზეც კი ვერ მათბობს... ახლა, მართლა უცნაურად აგრილდა... შავი ღვინოც უშენობით დამათრობს... შენ წახვედი და დაგვტოვე მარტო... მახსოვს ღვინო, შავი ღვინო მათრობდა... მზეა გარეთ, გულს სხივები ვერ ათბობს... მზე იყო და უცებ თითქოს გათოვდა...
|