მაგ შენს მოხატულ, მწვანე თვალის ფერს ხვეული თმები ტანს, რომ ეხვევა განთიადს ზღვის პირზე შიშვლად, რომ იწვე ზეცასაც ბინდი გადაეკვრება.
ეგ თმის ღერი, რომ ფრიალებს ლაღად სიოში ღილსაც თავი მოაქვს მკერდს, რომ გეკვრება. როგორც ზღვა-ხმელეთს, მზის სილამაზე დღეა თუ ღამე, აჩრდილივით ეკვრება.
ეგ ბაგე შენი ვარდის ფურცელთა.... სულში რომ მიქსოვს წყურვილის ვნებას შენს სილამაზეს მიღმა მალული. მაინც,რომ მაქცევს მე ქანდაკებას….
სახის ბილიკის შენი ნაკვთები ჩემი ცხოვრების გზებს, რომ არღვევენ განა მე შენგან რაიმე შემრჩაა? მუხლის ჩოქებზე, რომ დამათრევენ.
შენს ხელის გულებს, მინდა ველაპარაკო ეგებ აქ ამოვიცნო რაიმე წოდება. ვინ ხარ ? ან საიდან მოხვედი? ან საერთოდ, რაიმე თუ გეწოდება...
|