♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 16 » ..................
8:49 PM
..................

ყველაფრით დაღლილს ,სანატრელად სიკვდილი დამრჩა
რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება
რადგან არარამ შეიფარა ძვირფასი ფარჩა
რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება
რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა
რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება
რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს
რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ
რადგან უწმინეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს
რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად
რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა
რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა
ასე დაღლილი ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ
მაგრამ არ მინდა, ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს...


................................................................................................



რა სასწაულმა შემახვედრა შენთან არ ვიცი,
ან ამ სიყვარულს ტკივილამდე რატომ განვიცდი,
როცა შენ გხედავ აღარ მახსოვს ქვეყნად არავინ,
როცა გშორდები,დარდი მიპყრობს დაუფარავი.
გნატრობ,მოგელი და შენს გზაზე მწყდება თვალები,
იცი,მიყვარხარ,შენ თუ გინდა ნუ გეყვარები,
ვცდილობ,როგორმე მივაკვლიო სხვა გულის სითბოს,
მაგრამ ყინულით დაფარულა ქვეყანა თითქოს...
შენზე ვილოცებ,სანამ ქვეყნად დავიარები
დამრჩება გული შენი ტრფობით ნაიარევი,
მთელი სიცოცხლე მცოლოდ შენზე დარდს შევალიე,
ო,არ იფიქრო ვესწრაფოდე გრძნობას წამიერს.
სიკვდილის დროსაც ბაგე მხოლოდ შენს სახელს იტყვის,
გინატრებ გულით,სიყვარულით,ოცნებით,სიტყვით,
თუკი არსებობს სულის ყოფნა სიკვდილის შემდეგ
ცივ სამარეშიც ცრემლიანი ვილოცებ შენზე.
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1235 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 1:05 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 62
სტუმარი: 62
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024