მთავარი » 2010 » აპრილი » 16 » ......................
8:47 PM ...................... |
იყო საღამო დუმილით სავსე უთვალავ გულთან დანაფიცარი, ღამის მნათობებს ხატავდნენ ცაზე ბრძენი რუსთველი და ოპიზარი. თავს იწამლავდა ტაბიძის მერი და პოეტები ამსხვრევდნენ თარებს, მე მაწამებდა ხატება შენი, მე დავეძებდი საყვარელ თვალებს. ქალაქის ბაღში არ იყო ქარი, ჭადრები მაინც ბურუსში ჩანდნენ. მე დავდიოდი ფიქრებით მთვრალი და ვუღიმოდი შენმაგვარ ლანდებს. გეძებდი დიდხანს.ამ მტანჯველ ლოდინს ცუდია წრფელი ცრემლი თუ ალბობს. გეძებდი დიდხანს.რატომ არ მოდი, იმ წყნარ საღამოს სად იყავ კარგო! ახლა წვიმაა.. მე ნამთვრალევი ველი ჯადოქარს და საოცრებას. მაინც არ მტოვებს შენი თვალები , შენი სათუთი გულის ოცნება. ახლა ეს წვიმა ჩემში შემოდის ვერ ვიმორჩილებ სულის ფორიაქს და შენზე ფიქრი რომ არ მშველოდეს, გავგიჟდებოდი ასე მგონია! იმ წყნარ საღამოს გეძებდი,კარგო, ცრემლი ფარავდა იმ გიჟურ ლოდინს საით წახვედი...სად დაიკარგე... ეს მარტოობა უჩუმრად მოდის...
|
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ |
ნანახია: 1135 |
დაამატა: nika_wero
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 66 სტუმარი: 66 მომხმარებელი: 0 |
|
|