გაფრენილ დღეებს დაედევნა მზე მონატრების, გაკრთება მთვარე ღრუბელ-ღრუბელ ნაიარევი სადა ხარ ახლა,ოცნებაო ფრთაშესხმულო ვისში ჩასახლდი და დამტოვე ნატყვიარებით, ვილოკავ ისევ ჭრილობებს და ვერ შევიხორცე , არ ვიცი როგორ გადაურჩი მზის დაბნელებას გადის დღეები და ნელ-ნელა მე ვეგუები ჩემი სული და ჩემი ხორცის გარდაცვალებას.. მინდა ვიმღერო მე გედივით ბოლო სიმღერა, მაგრამ რა ვუყო თუ ამაშიც არ გამიმართლა, ვერ ვიბულბულე,ვიარწივე და ვი ვიჩიორე დაცხრილულ გულში ხმა ჩამიხშო სევდის ზარებმა. მინდა ვილოცო.თუმცა დავგმე ერთხელ ღმერთებიც ეულად თვალს,რომ მისწორებდნენ ჩუმი ხატები მე...შერისხული...განკვეთილი თქვენგან მივდივარ და მიზეზია,ჩემი კვდომის თქვენი თვალები. ცივი თვალები,უაზრო და არაფრისმთქმელი ვითომ ნუგეშში არეული საყვედურები მე თქვენ მომკალით და ყველას გთხოვთ როცა გავქრები... ყველამ ერთბაშად არ აივსოთ ცრემლით თვალები.
|