♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 15 » ..................
11:31 PM
..................

ევამ უთხრა ადამს:უჩემოდ იქნებოდი ძლიერი ან უფრო ლაღი
თქვი რა გაგიხდა ის ერთი ნეკნი
ნუთუ ესოდენ დიდი მსხვერპლია,
ხომ გავურბოდით ერთად ქარიშხალს
დღეს რატომ მესვრი სიტყვას ეკლიანს
მარტოობაში შვებას ხომ გგვირდი,
ხომ გიქარვებდი ფიქრებს სევდიანს
ერთად სიცოცხლე ერთად სიკვდილი
უფლის განგებით ჩვენი ბედია,
და არც არასდროს და არც არასდროს
მე უშენობა არ მინატრია,
ამგვარი ფიქრიც კი უდიდესი
მკრეხელობაა და ღალატია.
მე არ ვიცვლებოდი
საუკუნენი ისე მიქროდნენ,ვერც კი ვამჩნევდით
ვიცვლიდი სახელს,ზნია სახეს,
და იზრდებოდნენ ჩვენი ბავშვები,
ხან მიწურ ქოში გითბობდი ვახშამს
გელოდი როგორც ცოლი მორჩილი,
ხან სასახლეში გიწვევდი,რაინდს რომ
შემებორკე ტრფობის ბორკილით.
ხან გეკუთვნოდი სულით ხორცამდე,
ხან ვიყავ შენი უარმყოფელი,
და გადიოდა ასე ტკბილ-მწარე წუთივით მოკლე წუთისოფელი
და თუ ვცოდავდი
ვცოდავცი შენთან,ზოგჯერ შენს გამო,
ზოგჯერ კი შენთვის
მანკიერება ჩემი ყოველი,შენს პირველ ცოდვას
ერწყმის და ერთვის.
მე დიდხანს ვდუმდი,
მაგრამ დუმილი ყოველთვის ოქრო არაა თურმე,
იმ ერთი სიტყვით ისე მატკინე გული,
რომ დღემდე ვერ განვიკურნე,
მე მგონი დროა შეგახსენო
საბედისწერო ის ერთი დილა,
როცა უგვანმა ღალატმა შენმა ბედნიერება ჩემი დაჩრდილა.
გახსოვს შეგვრისხეს?
მაგრამ რა მერე,მე არც სამოთხე მინდა უშენოდ
სულ სხვა რამ მტკივა ადმდენი წელი,
და ამ სატკივარს როგორ ვუსჰველო,
უფლის წინაშე თავდახით მდგარმა,
როცა სასჯელის იგრძენი შიში
ევას ბრალია ჩაუბუტბუტე,და თითქოს მაშინ ხელახლა იშვი,
ჩემს თვალში თითქოს ხელახლა იშვი,
როგორც სულმოკლე მფრთხალი კაცუნა,
ეს შენ მანიშნე რწმენა და გული და არა ეშმამ ან მაჯლაჯუნამ.
როგორ გამწრიე?!
უფალი შენგან მხოლოდ სინანულს ელოდა მაშინ.
კაცი მეგონე და ხელში შემრჩა,
შეშინებული უზრდელი ბავშვი.
მაგრამ, მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ ! მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ ადამ!
ესაა ჩემი სასჯელიც ჯილდოც
უფლის ხელთაა გულისთქმა ჩემი
და ტვირთი უნდა ბოლომდე ვზიდო
გმირიც,ლაჩარიც ძუნწიც და ქველიც
ავიც,კეთილიც,ბრძენიც და ხელით
მე ჩემი ცრემლით უნდა განბგბანო
და სათნოება შენი ვამრავლო.
ესაა ალბათ რაც დღემდე,მშველის,
მე შენი ნეკნის ერთი ნამსხვრევიც
მაგდალინელიც და ღვთის მშობელიც
შენთავ ვართ მარად
და გადის ასე ტკბილ-მწარე,წუთივით მოკლე წ უ თ ი ს ო ფ ე ლ ი.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1153 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 12:55 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 6
სტუმარი: 6
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024