თვალები გამიფართოვდა და გაოცებისგან გამეცინა. გადაიღო ფოტოგრაფმა სურათი და დააწება წიგნის ზემოდან... ჩუმად ვწერდი, ისე რომ არავის ვაწუხებდი, ხანდახან ყველას, მაგრამ მაინც ჩუმად ვიყავი... როგორც მინდოდა ვხატავდი, ვქმნიდი... ხშირად ბევრ ტაეპებს ვტოვებდი; ორი ფურცლის მერე ვამბობდი ჩემს სათქმელს; სულ ცარიელი იყო... სიჩუმის ნაკვალევით.... ფოტოგრაფი, კი ისევ იღებდა სურათებს და ახლა წიგნში ათავსებდა მათ... ყდაზე, კი კვლავ მოჩანდა გაოცებული ბავშვის კადრი. სიხარულით გაოცებულისა, რომელმაც არ იცოდა, რატომ ასე... ბზიალებდა ბურთი და მასზე მომღიმარი სახეები თვალს მიკრავდნენ; ჩუმად ჩურჩულებდნენ: -გაიღიმე ! ! ! მე, კი უბრალოდ ვუცქერდი მათ და მიკვირდა... სურათები ცვიოდა და ივსებოდა წიგნი... ბზრიალებდა ბურთი და მათზე მოსიარულენიც... მეც, მომინდა მათთან ერთად თამაში... მაგრამ, ყინულივით ხმა! : -ბოლო კადრი! მხრები მოწყენით ჩამოვყარე. საბოლოოდ ავხედე მოლურჯო ცას და ალმაცერად გავაყოლე თვალი მოფარფატე ბაბუაწვერებს... ბოლოს, ცრემლი დააფრინდა მელნის ფოტოლს... _ჩხკ! გაქრა სხეული. გადაიქცა თაროს მტვრად.... რა იმალებოდა უცნაურად მომღიმარი გოგონას უკან?.... ერთი ბედნიერი კადრი ჩემი ცხოვრებიდან.... გადაშალე ბოლო გვერდზე, რომ მოგინდეს, უკანასკნელი სურვილი გახადო პირველი!.!.! ...... გაიღიმე! ბოლო კადრი, რა იქნება, არ ვიცით! -ჩხკ...
|