♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 11 » * * *
3:48 PM
* * *


აქ ყვავილები აღარ ხარობენ 
აქ ჩიტებიც კი შიშით დაფრთხიან.
აქ აღარავინ, არაფერს არ თმობს
აქედან ხომ უკვე გარბიან..

აქ თუ ფეხი გადაგიბრუნდა
აქ ყველაფერს ერთად გართმევენ
აქ თუ ცხოვრობ, დიდი ფული გაქვს
მხრებზე ხელებს გადაგახვევენ.

თუ კაი კაცს სადმე გაიცნობ
აქ იმასაც ჩუმად გართმევენ
უპოვნიან სადმე სისუსტეს და
როგორც ტოლმას ისე ახვევენ.

აქ ვირთხები მომრავლებულან
აქ კაიფშია თურმე ცხოვრება.
ამ ცხოვრებაზე ნოლად ნოლი ხარ
თუ აქ შენ არგაქვს, რამე ქონება.

აქ ასე ესმით ასე ხარობენ
აქ ეს თვისება, გირსებად აქციეს.
აქ გარყვნილია მთელი ქვეყანა
მარხვაც კი მოდათ გადააქციეს!

...............................................


როდესაც აუგს ამბობენ შენზე,
მე ყურს ვიყრუებს და მაინც გეძებ..
როდესაც მიმზერ ცივად და ფუჭად
მე თვალებს ვხუჭავ..

მაგრამ თუ ღიმილს მომაწვდი უხვად,
თუ გამიფრთხილდი მოქანცულს, მწუხარს,
მე ვუბრუნდები სიცოცხლეს უძღებს,
მე მაშინ ყველა ქარიშხალს ვუძლებ,

რა ვიცი ვინ ხარ, რა ვიცი რა ხარ?
მე მაინც მწამხარ, მე მაინც მწამხარ...

..........................................................


დღეს უშენობის სახლში მიწევს
მე არსებობა,
თითქოს ლოდინიც გათანგულა
ცრუ მოლოდინით,
ვცდილობ განვაგრძო უშენობით
ჩემი ცხოვრება,
თავდაკარგული გადაჩვევას
ავედევნები...

დღეს უშენობის მერამდენე
წუთებს დავითვლი,
დრო და წამები მატარებენ
ხელის გულებზე,
შენთვის ვინ იცის, იქნებ სწრაფად
მიქრის დღეები,
ჩემთვის კი... ვითვლი, უშენობის
საუკუნეებს...

დღეს უშენობის ოცნებებში
მიწევს გაფრენა,
ახლა ფიქრებმაც უმიზეზოდ
იწყეს ჩაფერფვლა,
სიკვდილის ჩრდილი აედევნა
სიცოცხლეს ლანდად,
იქნებ კონტურებს მიღმა ვცადო
შენი დაკარგვა...

დღეს უშენობის ვეგებები
მერამდენე სხივს,
თითქოს მძულს კიდეც გაყინული
გარიჟრაჟები,
ღამის ქარიშხალს გავუწოდებ
თითებს გაცრეცილს,
სხეულს დავტოვებ, ასე უხმოდ
გავედევნები...

.....................................................


მე შენ მოგიძგვენი ჩემი ლექსები
შენ კითხულობდი და მოგდიოდა სიმწრის ცრემლები
და ამ ტირილში გადიოდა შავი დგეები
მე კი შენ პიკრსში დავიჩერი ლურჯი ვენები

შენცე ოცნებით ავიმაღლე ხმა ღვთის წინაშე
მუხლმოდრეკილი ვევედრები უფალს შენ შემინახე
ჩემი სიკვდილი არ გინდოდა მაგრამ გძულვარ მე
ყოველდგე ვფიკრობ ნეტა რად მიყვარს რა დავინახე?

ერთხელ მოვედით ამ ქვეყანას და ვტანჯავთ ერთმანეთს
როცა მოკვდება ხომ მერე ვფიკრობთ რა დავიმართე
სიკვდილის კარებს ვუახლოვებ მე ჩემ სიმართლეს
ამ ქვეყანაზე ერთხელ მოვედით და ვხედავთ ცხოვრების დამპალ სიყალბეს

.............................................................................................................


მომავალს ვერ შეცვლი, ისიც წარსულია,
სიმართლეს შეხედე და ნუ გეშინია,
ჩვენი ოცნებები ყოველთვის ტკბილია,
მე შენ დაგივიწყო? ეს სისულელეა!

როგორ დაგივიწყო, ან როგორ დავიწყო,
ცხოვრება თავიდან მინდა რომ დავიწყო,
ტკივილი გავაქრო და სევდა დავმალო
და გულის კუთხეში მინდა რომ დაგმალო.

მე ასე მეგონა წარსულს ვემალები,
მაგრამ განვლილ დღეებს ვერ დაემალები,
ვერ დაემალები მთვარეს და ვარსკვლავებს,
მე ამ სამყაროში რაღაცა მაკავებს.

რასაც დავეძებდი, მე ის ვერ ვიპოვნე,
სიხარულს ვეძებდი, მეგონა ვიპოვნე,
კითხვას არ ვეძებდი, პასუხი ვიპოვნე,
უფლის დახმარება ამიტომ ვითხოვე.

სიმშვიდეს ვეძებდი და ვერსად ვერ ვპოვე,
ცუდი რაც შემემთხვა, წარსულში დავტოვე,
სიმართლეს ვეძებდი, სინათლე ვიპოვნე,
მე კი ეს სიმართლე გულში ჩავიტოვე.
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1180 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 2:22 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 56
სტუმარი: 56
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024