♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 11 » * * *
9:12 AM
* * *

როცა შენ ბროლის ნამსხვრევებზე ფეხშიშველი დადიოდი,
როცა ციდან წვიმის ნაცვლად უნუგეშობა ცრიდა...
როცა სამყარო საოცრად უკედლო იყო და
არ არსებობდა ჩემი მხრიდან ახალი მიგნება
როცა ეგომ სული გამიყინა და ვერ-ლიბრებზე გადავედი
როცა არავის სიყვარული მწამდა
შენ ბროლის ნამსხვრევებზე ფეხშიშველი დადიოდი
წვიმის შემდეგ ზეცა უნუგესობას ცრიდა
შენ, ცრემლებით აშენებულ გამჭვირვალე კედელს
ჩემს გასათბობად ქსოვდი.

.....................................................................


ცოტას დავიცდი მერე წავალ წვიმის კვალდაკვალ,
დღეს თუ არ იცი ხვალ გაიგებ როცა დამკარგავ,
ჩემთვის ასეთი ცივი რატომ ხარ რით შეგაშინე?
შენსკენ სავალი ბეწვის ხიდიც არ შემაშინებს,

ცოტას დავიცდი სანამ გავა წვიმის სურნელი,
ნუღარ განიცდი პატიებას შენგან არ ველი,
თურმე ბოლომდე ყველაფერი არ შეგძლებია,
მე ხომ მოგენდე ამის მეტი რა შემიძლია,

ცოტას დავიცდი მერე წავალ წვიმის კვალდაკვალ
ნუღარ განიცდი ხვალ ხომ უკვე მართლა დამკარგავ. . .

..................................................................


ეს უკვე მეექვსე ღერია ზედიზედ
და ისევ ვიშორებ თავხედ ცრემლს თვალიდან..
ცუდად მოგექეცი - გამოვცრი კბილებში
კვლავ მოვსვავ ბრენდის და დავისხამ თავიდან..

გულს კვლავ სინანული მიღრღნის და ვერ ძღება,
ფიქრი ვერაგულად მიკორტნის საფეთქელს,
მზერა მოვაცილე წვიამიან ღამეს და
ეს ღერიც სიბრაზით ჩავაწვი საფერფლეს.

შენ მაშინ მარგუნე სიმწრის სინანული,
რომელსაც ჩემივე სასჯელად ვინახავ,
როდესაც ცრემლიანს გითხარი მშვიდობით
შენ კი მიპასუხე - მე მაინც მიყვარხარ!

...............................................................


არვინ არ არის უზომოდ დიადი,არადა ეს თითქმის ჩვევად აქვთ ყველას.
არვინ მოსულა ორჯერ ზედიზედ: და ყველა ითხოვს ოდესღაც შველას
ლამაზ ფერებში გინდათ იცხოვროთ,ლამაზ ცხენებით გინდათ იქროლოთ.
და უკანასკნელს სიკვდილის პირას...ნატრობთ ხალხმა მეფურად გიგლოვოთ?

მე უკვე ვხვდები,რომ სამყარო აღსასრულის პირას დგას
ხალხს უკვე მეცნიერების შიში აქვს ღმერთის კი არა
მითხარით,რომელი მეცნიერის ფოტოზე მირონმა ჩამოიარა?
გაიგეთ ხალხნო! ღმერთია ჩვენი გადამრჩენელი მეცნიერი კი არა.

რატომ გჯერათ რომ სიცოცხლე სიკვდილამდეა და არაა სიკვდილის შემდეგ.
რატომ არ ფიქრობთ რისთვის ვართ მოსული
ან რა გვინდა ჩვენ აქ დღეს.
დროა მივხვდეთ,რომ სიმდიდრე და ლამაზი ფერები სწორედ იმათ აქვთ
რომელნიც ყველაზე დიდი,გამოცდის წინაშე დგანან და არა
ლამაზი ფერების წინაშე.


ნუ გგონიათ რომ ადამიანის ფულის შოვნაში,
ღმერთი ეხმარება და მას ღვთის წყალობა სდევს თან
ამაში ეშმაკის ხელი ურევია და სწორედ ის უწყობს ხელს
აშოვნინოს რაც შეიძლება მეტი,რომ მეტად გააფუჭოს და ჩაადენინოს
ცუდი ამა თუ იმაზე.

როდის უნდა მივხვდეთ,რომ სითბო მარტო მზის სხივებიდან კი არა
ადამიანებიდანაც მოდის ხალხნო.
თვით გადარჩენის ინსტინქტმა დაგიმონათ ყოველივე და აღარაფერზე ვფიქრობთ
ოღონდ თქვენ იყო უკეთ.
არ შეიძლება საკუთარ თავზე ამდენი ფიქრი,იმიტომ რომ ის ფიქრებიც მიგატოვებენ
ასეთ ბოროტს,და უაზროს და ბოლოს მაინც მარტო დარჩებით.


ეს რა ხდება ღმერთო...ყველა ერთმანეთს განიკითხავს და აკრიტიკებს
თითქოს ერთმანეთის შექმნილნი იყვნენ,
და ქონდეთ დაშვებული უფლება იმისა,რომ ეს ასე უშიშრად აკეთონ
აღარ ეშინიათ აღარანაირი ძალის თითქოს იყვნენ უძლეველნი.

რაზე გიჟი არ ვარ რომ სამოთხეში მაინც წავიდოდი უცოდველი,
იმიტომ,რომ როდესაც ცუდს ჩავიდენდი
არ მეცოდინებოდა რომ ეს ცუდი იყო.

ჩვენი უბედურება კი სწორედ მაგაშია,რომ
ვიცით და მაინც ვაკეთებთ ამას...
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1130 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 2:28 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 57
სტუმარი: 57
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024