მთავარი » 2010 » აპრილი » 11 » .........
|
"შენზე ფიქრი ძუ მგლების ომს გავს მამრის მოსაპოვებლად გამართულს და ზურგს ვაქცევ შენს ქუჩას, სხვებმა იომონ, სხვებმა წერონ შენზე ''ოცნება'' ".
რაღაც ასე უაზრო ტანჯვასავით დამდევს გაზაფხულის პირველი დღეები, შენი სურნელება ქუჩებს აეკიდა. იმ დღეს შენთან ვიყავი, შენი სამყაროდან გრძნობები ამოვწერე, რაც შევძელი, რაც დავინახე, ცოტა იყო, მაგრამ იმდენად ძვირფასი დროც კი აათრთოლა და იმედი გაუჩინა. უკვე წვალებით ვცდილობ გაგიფიქრო და სამყაროში ჩაგიკრა, სევდიან მელოდიას მახსენებს შენი გულის ძახილი, ყველაზე სევდიან, დასასრულის მელოდიას. რამდენიმე საათია ქარმა თმები გაიშალა და თავის ოქროსფერ დალალებს სახეზე მაყრის, ისიც შენი სურნელებასავით მომეზიდა და ვერ ვიშორებ.
შენ ქუჩაზე ბევრი მიტოვება დავინახე და ასე თავჩახრილი, ყელზე ნათითურებით ვაგრძელებდი გზას, ნათითურებით რომელიც წარსულმა წასვლისას დამატყო. გაცვეთილი და ფერმკრთალი გრძნობები თეთრ ფურცელს ეკონწიალება, ეპოტინება, არ სურს კადრს მიღმა დარჩენა, ასე მრავალ ტკივილნარევი ჩასუნთქვა დასჭირდება ჩემს სამყაროს შენს დასავიწყებლად, მაგრამ ეს ბობოქარი გაზაფხული მოექანება, მოაქვს სურნელება და გაფიქრება შენი, სიტყვებად მოაქვს, შენივე ღიმილად მოაქვს და ასე დარცხვენილი სახით ბრუნდება უკან.
რაღაც დაუსრულებელ წინადადებად გადის ჩემში ემოცია, შენს ქუჩას ბოლოსკენ ჩავუყევი, ვასრულებ უკვე და აღარც ქარი გააღვიძებს ფიქრებს გადაშლილს, ასე შორს წასულს, ყელზე ნათითურებიანს და დაღლილს შენს გრძნობებზე მოხეტიალეს, ფერადი ბუშტები მინდება. ბევრი ფერადი ბუშტი, შენი მარადიული დაღვრემილი სახის შესაცვლელად,
კიდევ ერთხელ ზურგს ვაქცევ დეპრესიის წინაპირობას და ასე შორიდან, ვცდილობ სითბო მოგაწვდინო, საღეზე ღიმილი მოგგვარო, რომ შენს ქუჩაზე აღარასდროს დამხვდეს მიტოვება, აღარასოდეს დავინახო შენი ფიქრებიდან განდევნილი ვიღაც ოცნებებზე შეყვარებული ჩემხელა ან ჩემზე დიდი გოგო, შენს სამყაროზე, შენს სიტყვებზე შეყვარებული, და ერთხელაც როცა გაგიხსენებ ვიგრძნო, რომ ძალით არ ხარ ბედნიერი, მინდა დავინახო თუ როგორ მოგინდა ფერადი ბუშტები, ლოგინზე გადაბრუნებულს, სამყაროსთვის შიშველი ზურგი რომ გქონდა შექცეული, ახლა ფერადი ბუშტებით ხელში, გაოგნებული ბედნიერებით.
|
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ |
ნანახია: 1191 |
დაამატა: nika_wero
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 55 სტუმარი: 55 მომხმარებელი: 0 |
|
|