♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 10 » ............
11:33 PM
............


მე შენ მიყვარხარ მიახვედრა ადამმა ევა
რადგანაც ევამ არ იცოდა ჰომონთა ენა
სადგომი თვისი გამოთალეს კლდესა და ქვაში
მე შენ მიყვარხარ - და ატირდა ქვაბულში ბავშვი
და გაიზარდა დავაჟკაცდა დროსთან იომა
და ამ კაცისგან წარმოიშვა კაცობრიობა
აშენდა რომი ბაბილონი დიდი ელადა
მე შენ მიყვარხარ - ყველგან ქუხდა ყველგან ღელავდა
მე შენ მიყვარხარ - კაპულეტის მთვარეულ ბაღში
შკეერთდა ორი უცოდველი ბავშვი ამბორი
მე შენ მიყვარხარ - შენი ალით უნდა ვიდაგო
სიყვარულს, ფანჯრებს უმღეროდა ღამით იაგო
მე შენ მიყვარხარ და შორენას გრძნობები ნაზი
დიდოსტატის სულ შემოეჭდო ვით ჭიგოს ვაზი
მე შენ მიყვარხარ ყვავილები მინდორს ამკობენ
გოგო ბიჭები სიყვარულზე ლაპარაკობენ
დაინგრევიან მეჩეთები, სინაგოგები
დაიმსხვრევიან ჯამები და ღვინის დოქები
და თუნდაც იყოს ზეცის ნგრევა მიწის რყევა
მე შენ მიყვარხარ მიახვედრებს ადამი ევას
და არასოდეს დასრულდება სიცოცხლე ქვეყნად !!!!

....................................................................



_სსუ,გაჩუმდი გთხოოოვ..
_არა,მისმინე,
ბოლომდე მისმინე
,მინდა დავამთავრო
სათქმელი.
_არა,გეყოფა,
გაჩუმდი გთხოოვ...
_მთელი ცხოვრება
დაგელოდები,
სიგიჟემდე...
_გაჩუმდი!_
შეაწყვეტინა მან და
თვალებიდან ჩამოგორებული
ორი ცრემლი მის მკერდზე
დაყრილ კულულებს დილის
ცვარივით დააჯდა.
_შენ ხომ იცი,რომ მე სხვა...
_ვიცი..ვიცი და სწორედ ესა
მკლავს,მტანჯავს და
მმარხავს ცოცხლად...
_მე წავედი...
_არა! ნუ მკრავ ხელს,
მე ხომ არაფერს გთხოვ...
მე უბრალოდ გითხარი...
ის გითხარი,რასაც გული
ვეღარ იტევდა...მე ხომ
შენით ვცოცხლობ,
შენი ხილვა მატკბობს,
შენთან საუბარი
მაცოცხლებს,შენს ლამაზ
თვალებს მინდა რომ
ვუყურო სულ...
ხელს ნუ მკრავ გთხოვ
მე დაგელოდები
იქნებ ოდესმე შემომხედო
ცოტა სხვა თვალით,
იქნებ ჩემშიც დაინახო
ის სხვა კარგი რასაც
შენ მასში ხედავ
_გაჩუმდი...ახლა უკვე ჩაიჩურჩულა მან,აცახცახებული ხელი
ტუჩებთან ისე აიფარა,რომ მისი ნაზი ხელის გული იმ წუთებში
უაზროდ მანათობელ მზეს მიეგება.
_მიყვარხარ!
_გაჩუმდი...
ჩურჩულებდნენ ისევ
მისი ტუჩები...
_ის არ არის შენი
სიყვარულის ღირსიი!!!
_მაპატიე..მე წავედი...
თქვა მან,მოტრიალდა
და ნელი ნაბიჯებით
დატოვა იგი...
რაც უფრო იზრდებოდა
ნაბიჯების რაოდენობა,
ინგრეოდა მათი მეგობრობა,
რომელიც წლების მანძილზე
ამაყად ნავარდობდა...
ცრემლი კი ისევ ცვარის როლს თამაშობდა..



კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1374 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 2:54 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 63
სტუმარი: 63
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024