♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 10 » .............
11:29 PM
.............


ერთი...ორი...სამი...
შუაღამეა ბურუსით მთვრალი,
მთვარემ დაიქუხა, დაიდგა სკამი
და შენ კი გძინავს...
ერთი...ორი...სამი...
შუაღამისას შემკრთალი ლანდი,
შენი სიცოცხლის ლხენა და დარდი
ცრემლმორეული ისწორებს მანდილს
და შენ კი გძინავს...
ერთი...ორი...სამი...
უნდოდა თავის დარდი გაენდო,
მაგ შენს ფიქრებში ბინა დაედო,
ბგერა კივილის ცეცხლად აენთო
და შენ კი გძინავს...
ერთი...ორი...სამი...
ცა აიმღვრია, აქაფდა მთვარე,
ტკივილი სულის მუდამ მთვლემარე
განახლდა გულში მთლად მოელვარე
და შენ კი გძინავს...
ერთი...ორი...სამი...
მწარე ნაღველმა ჩამოუსვა მაგ შენს გულს ბრჭყალი
და არ დაგაჩნდა ზედ არც ერთი პატარა კვალი,
დაეხეტება ჩუმი ბოდვა უშენოდ მთვრალი
და შენ კი გძინავს...
ერთი...ორი...სამი...
საათს წამზომი ჩამოსტეხეს შავმა ფერებმა,
წამი გაფრინდა, ნეტა მას ვინ მოეფერება,
გაიბუტება, მთვარე ღრუბელს მოეფარება
და შენ კი გძინავს...
ერთი...ორი...სამი...
გულმა დაცალა ბოლო სასმისი,
ბოლო წუთი და ბოლო ხალისი,
ცივი მარტი და თბილი მაისი,
შენ კი კვლავ გძინავს...
და ლანდის სხეულს ცამ დაჰფინა ზედ თვისი ნამი...
ჩუმადვე მოსულს სიჩუმედ ექცა გაქრობის ჟამი...
ერთი...ორი...სამი...

..........................................


სიყვარულია ტაჯმაჰალის თეთრი ცრემლები,
სიყვარულია მე რომ თავზე ასე ვევლები,
სიყვარულისთვის ბაირონმა კუბო არჩია
ჩვენც მას შევწიროთ ყველაფერი რაც გაგვაჩნია.
სიყვარულისთვის დაენარცხა ქვაზე ტაბიძე
სიყვარულია სასთუმალზე ჩვენ რომ გვაღვიძებს,
სიყვარულისთვის დაითრთვილა განძა,მარტვილი
სიყვარულს ვეძებ სიყვარული გვინდა ნამდვილი.
სიყვარულია თამარი რომ დარჩა თამარად
სიყვარულს, ბევრიც რომ ვეცადოთ ვერსად დავმალავთ
სიყვარულისთვის სერაფიტა ცოცხლობს ქვაშიაც
სთქვი!სიყვარულო შენი ძალა მაინც რაშია?!
სიყარულია,ათას-ერთი ღამის ზღაპარი
სიყვარულია,ჩაუქრალი სხივი ლამპარის
სიყვარულია,ქვის ჩუქურთმა,ყინწვისის ფრესკა
სიყვარულისთვის კვაზიმოდო ზარებსაც რეკდა
სიყვარულია, ტაჯმაჰალის თეთრი ცრემლები
სიყვარულია მე რომ თავზე ასე ვევლები!

................................................


გადამამრავლეთ ...ოღონდ მანამდე ნაწილ-ნაწილ სცადეთ შეგრძნება
ამომწურავად შემისწავლეთ , არ მოგერიდოთ !


დაიწყეთ ფიქრით ... იფუსფუსეთ გრძნობის უჯრებში
განცდებს ნუ ურევთ , ნაჩქარევად ჩავკეცე თითო


სევდას ისედაც გაგატანდით , ნუ მალავთ , ვხედავ
თუმცა წაიღეთ , არ მჭირდება _ არ მოაბრუნოთ


არა , მაგ თაროს გული ქვია , ამაყად გიმზერთ
მე რა მოხდა ,თუ ნაპრალებს არ იმჩნევს თითქოს


ცოტა მარჯვნივაც გაიხედეთ ... დარდი შემომრჩა
მაგრამ გაგატანთ , მე მამძიმებს ,არც
მენანება


საყოველდღიოდ ავიჩემე უბრალო ხალხი …
გეწყინათ ვინმეს ? ... სურვილი მაქვს არ შევიმჩნიო .


გადამამრავლეთ... გამაბევრედ ... ნუ მალავთ სურვილს
უბრალოდ ერთი რწმენა მაქვს და ამას ვერ დავთმობ !

.....................................................


ტკივილი, გრძნობა პროტესტის, ვკვდები, მინდები…
მე ამ ყველაფერს ერთადა ვგრძნობ, მგონი ვგიჟდები,
თუ კი მომისმენ, დაფიქრდები, ალბათ მიხვდები,
როგორც არასდროს, ეხლა ისე ძლიერ მჭირდები.
მინდა, ხო მინდა, ეს მე მინდა, რომ კვლავ იცოცხლო,
არც კი გაბედო ასი წელი კიდევ სიკვდილი,
არ გამიმეტო, არ გამწირო, გთხოვ არ წახვიდე,
გთხოვ, რომ მოიგო სიცოცხლისთვის ბოლო ჭიდილი.
ჯერ ის ქორფაა, უსუსური, წმინდა, პატარა,
სათუთი, თბილი და უმანკო ვით ზეციური,
აცადე ტრფობას, სილამაზეს და სისპეტაკეს,
აცადე გახდეს ანგელოზი ამ ქვეყნიური.
უმისოდ რა ვქნა, სად წავიდე, ვის ვკადრო მეტი,
თუ ბერი გავხდე, სადმე ქვაბში დავიდო ბინა,
ისედაც წავალ, ოღონდ იგი აქ დარჩეს, თქვენ კი…
ასეთი მსხვერპლი, რისთვის გინდათ გამაგებინა.
მეტი რა გითხრათ წამიყვანეთ, მე მინდა, გესმით???
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1141 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-11-22, 1:46 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 32
სტუმარი: 32
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024