♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 10 » ..........
11:06 PM
..........

რა საუცხოვო გრძნობა ხარ ჩემში,
საოცარია თვალები შენი,
ვარდის სურნელში ხარ შებნეული.
მზერა, ღიმილი, ფიქრი და შიში
რა საუცხოვო გრძნობა ხარ ჩემში.
მინდა გხედავდე, თუნდაც წამებით,
თვალწინ სულ მედგეს შენი ღიმილი.
ცუდი ფიქრია შორით ლოდინი
ვერას მირჩევენ ხენი ძმობილნი.
დარჩენილს მარტო, შენს ღიმილს ვნატრობ
რა საუცხოვო გრძნობა ხარ ჩემში!
სულაც არ მომწონს ცხოვრება შენი,
სულ მეუბნები "ცხოვრებას ვრჩები",
მაინც მიდიხარ, იცი რომ კვდები
და ამ გრძნობისთვის მე არ მინდიხარ,
რა საუცხოვო გრძნობა ხარ ჩემში!

....................................................



ჩაგეხუტები..ისევ ვიგრძნობ შენს ძლიერ მკლავებს,
მხოლოდ ცოტა ხნით გავიგრძელებ მშვენიერ წამებს..

და თითქოს გული ვეღარ ასწრებს თანაბრად ფეთქვას..
მიყვარხარ მეთქი-გეუბნები,თითქოს არ მეთქვას..

დავიფერფლები..შეგადნები თოვლივით ხელში,
როცა სულ ოდნავ,მაგრამ გრძნობით მეხები ყელში..

თვალდახუჭული..გაყუჩული მივენდე ძალებს,
თან ვერ გიშორებ..ძალა არ მაქვს..კოცნას მაძალებ..

ტუჩის კუთხეში ვიგრძნობ უცებ დამთუთქველ სუნთქვას..
მეჩურჩულები ისეთ სიტყვებს რაც არვის უთქვამს..

ჩაგეხუტები..და შევიგრძნობ მოხვეულ მკლავებს..
მე ვერასოდეს დავივიწყებ ამ ლამაზ წამებს..

..............................................................


სანამ ცოცხალი ვარ, სანამ კვლავ ვარსებობ, სანამ გულში ცოცხლობს ამინდი მზიანი.
მანამ მომეფერე, მანამ გამიფრთხილდი, მერე ყველაფერი იქნება გვიანი.
სანამ ძველებურად ბრუნავს დედამიწა, სანამ არ გამწირავს იღბალი ტიალი
გულში ჩამიკარი გული არ მატკინო, მერე ყველაფერი იქნება გვიანი
სანამ სიყვარული ისევ შემიძლია სანამ კვლავ მახარებს ფოთოლთა შრიალი
ხელზე წაიკითხე ჩემი ბედის წერა, მერე ყველაფერი იქნება გვიანი.
მოვა დრო მიხვდები წარსულის შეცდომებს, აღარ გაგახარებს ფოთოლთა შრიალი.
მე ვეღარ დაგიხსნი ტანჯვა სამსხვერპლოდან
მერე ყველაფერი იქნება გვიანი.
ბედის ირონია მწარედ ჩაგვიცინებს და აგატირებს შიჩუმის ტრფიალი.
მარტო დარჩენილი სევდით გამიხსენებ, მაგრამ დამიჯერე იქნება გვიანი
სანამ ცოცხალი ვარ, მანამ მომეფერე მერე ვერ მიშველის ხსენება ფიალით
გული არ მატკინო, თორემ ცრემლების ღვრა, როცა არ ვიქნები იქნება გვიანი...

.......................................................................


ნუ დაეცემი სულს ნუ იტანჯავ
ტანჯვა ყოველთვის ფიქრით იწყება
იფიქრე კარგი და დაინახავ,რომ
ყველაფერი კარგად იქნება !

როგორც ისწავლი სამყაროს ხედვას
შენი ცხოვრებაც ისე იქნება,
გულს ნუ გაიტეხ,გწამდეს უფლის
და ყველაფერი კარგად იქნება !

ტყუილ-უბრალოდ ღელვა და შიში
განა ვერ ატყობ,რომ არ გიხდება;
ნუ შიშობ,უფლის იწამე მარად
და ყველაფერი კარგად იქნება !

როცა ვარდები დეპრესიაში
და შენი ტანჯვა ატყობ იწყება
მაშინ მოუხმე თვით შთაგონებას,თქვი:
ყველაფერი კარგად იქნება !

რომც დაგარწმუნონ შენ იღუპები
შენი სიცოცხლის წუთი ითვლება
რწმენას მოუხმე და შენ იხილავ,რომ
ყველაფერი კარგად იქნება !

თუ ცოდვები გაქვს,სულით დაეცი,
ღმერთი არ გტოვებს შენკენ იხრება;
ის მოწყალეა ყველა ცოდვილის
და ყველაფერი კარგად იქნება!

როდესაც იმედს აზრი აღარ აქვს
და შენი გული ბოღმით ივსება,
ერთადერთია რაც გადაგარჩენს,თქვი:
ყველაფერი კარგად იქნება !

დიდი ნიჭია თავშეკავება
ნიჭით სიბნელე ნათლით იცვლება
როცა ამ ნიჭს ფლობ,შენ უკვე იცი,რომ
ყველაფერი კარგად იქნება !

როცა ირწმუნებ სიტყვების ძალას
და ეს სიტყვები შენთვის იფრქვევა,
სხვებს აუხსენი და შთააგონე,რომ
ყველაფერი კარგად იქნება!


როდის იქნება?როგორ იქნება?
როცა კითხვები გულში ისმება,
ნუ უფიქრდები უაზრო კითხვებს,
ღმერთის წყალობით
სულყველაფერი კარგად იქნება !
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1470 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 2:49 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 55
სტუმარი: 55
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024