♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 8 » ...........
10:02 PM
...........


დამაქვს შეგრძნება, რომ არავის ვუყვარვარ...
დავესესხები მარტოობას სხვა მარტოსულებს და გავიმარტოხელებ ბრძოლის ველზე მარტოობასთან საბრძოლველად...
მოპოვება და შენარჩუნება...
არ ვიცი რომელი უფრო გამიჭირდა. მეკუთვნი მე, მაგრამ არ შემიძლია გფლობდე..
გდაიფრინა შენმა სუნთქვამ თბილი ქვეყნებისკენ ჩემი ტუჩების გამოტოვებით...
დამაქვს შეგრძნება, რომ ვარ მიოტოვებული საიდუმლო, სხვისი მტანჯველი ამოუცნობლობით...
ადამიანის წამება აკრძალულია!
არადა როგორ მწყურიხარ, მტკივხარ, მიყვარხარ...
ჩემი სადღეგრძელ;ო ხარო, ჩემი საუნჯე ხარო, ჩემი დედოფალი ხარო, უნაზესი... აღარ მიბატონე...
ძალიან მშურსო შენი, იმიტომ რომ ისე არავის ვუყვარვარ ამქვეყნად, როგორც მე მიყვარხარო...
ახლა რომ ვინმემ მკითხოს ვინ ხარო, პასუხს თუ მოისმენს ჩემსას, ალბათ საგიჟეში მომათავსებს. შენ აგეკიდა ჩემი მე, გადაგეკიდა...
გადაიმტერა უშენობამ ჩემი ოცნებები, ნუთუ მეც ბრძოლაში დავიღუპები?!
გჰადავდივარ ცარიელ ხიდზე შემოძარცული და ზამთრისათვის გამზადებული...
ხიდზე გაჩერება აკრძალულია!
შენ ხარ ჩემი ქალობის დასაწყისი და დასასრული...
დამაქვს მონატრება როგორ მიხუტებ შემოდგომის პარკში შემცივნებულს, როგორ მიწყობ ქარისგან აწეწილ თმებს, როგორ მიკრავ გულში განშორებისას...
ახლა, შენ არასოდეს მიდიხარ და არასოდეს მოდიხარ, უბრალოდ ყოველთვის აქ ხარ...
მეშინია. ფანჯრებზე გისოსები ავაკარი და კარი ურდულით გადავკეტე...
ჩვენს უბანში მიშენება აკრძალულია!
დამაქვს მოგონება, როგორ ფეთქავს შენი გული ჩემი ყურის ქვეშ, როგორ იხლართება ჩემი თითები შენს თმაში, როგორი მშვიდია სენი სუნთქვა.. და ვტირი...
თითქმის მიმქრალი ბუხრის წინ ვზივარ და ვტირი...
ცეცხლთან თამაში აკრძალულია!
მე მინდა ვიყო ღირსი შენი თავგანწირვის, სიცოცხლის ღირსი შენი წასვლის შემდეგაც... ოღონდ რატომ აჩქარდი, რა მიგარბენინებდა?

გადაიფრინე თბილი ქვეყნებისკენ ჩემი კოცნის გამოტოვებით...

და მაქვს, და მყავხარ შენ სხვა ყველაფრის გამოტოვებით...

ჩემთვის უშენობა აკრძალულია!!!






კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1106 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ორშაბათი, 2024-12-23, 8:03 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024