სიყვარული- ყველასია, მაგრამ არავის ეკუთვნის; სიყვარულს- ვერც გააკეთებ და ვერც შექმნი, მაგრამ ყველამ ვიცით; სიყვარული - დაუმსახურებლად მიღებული ჯილდოა; გიყვარდეს- ე.ი. სხვებისთვის უხილავ სასწაულს ხედავდე; სიყვარული - ორის მარტოობაა უკიდეგანო სამყაროში; სიყვარული - ყოველთვის ახალია, როგორც კაშკაშა მარადიული ნათელი; ერთი სუნთქვაა ორისთვის; სიყვარული - მიტევების ხელოვნებაა; პირველი გრძნობა, რომელიც ადამიანთან მოდის-დედის სიყვარულია, უკანასკნელი კი-რომელიც თან მიაქვს ამქვეყნიური სამყაროს სიყვარული; სიყვარული თან გდევს მთელი ცხოვრება: პირველი კოცნით, პირველი სიხარულით. პირველი განშორებითა და მწუხარებით დაწყებული, ღრმა სიბერემდე; "მე შენ მიყვარხარ"- წამები სჭირდება ამ სიტყვების წარმოთქმას, იმის ჩვენებას კი, როგორ გიყვარს-მთელი ცხოვრება; გიყვარდეს- ე.ი. სხვის ბედნიერებაში საკუთარ ბედნიერებას პოულობდე; სიყვარული - ხელს ჩაგკიდებს და შენს გულს იგრძნობს; სიყვარული საკუთარ ენაზე მეტყველებს- მზერის ენით, ჟესტის ენით, მდუმარე აღიარებით; სიყვარული- ყველასა და ყველაფერში მჟღავნდება; არაფრისგან იბადება, მაგრამ ძალადობით, სიყალბითა და სიცრუით კვდება; სიყვარული - თავისუფლებაა. თავისუფლება იყო ის, რაც ხარ, იმ ადამიანთან, რომელმაც ისეთი მიგიღო, როგორიც ხარ; სიყვარული - ყველა დასაწყისის დასაწყისია; ყველაფრის მშობელია სამყაროში; ყველაფრის დამცველია; ყველაფრის შემქმნელია და ყველაფრის გვირგვინია დედამიწაზე და მარადისობაში.......
|