მთავარი » 2010 » აპრილი » 8 » * * *
|
ხშირად ვდუმვარ ხალხს გონია რომ ბევრს ვფიქრობ. მეკი მეცოტავება აბა რა არის დღე-ღამეში 24 საათი შენზე ფიქრებისთვის. არც არაფერი. სანამ დედამიწა კიდევ ერთხელ შემოგივლიდეს, შენ კი არა მზეს. თუმცა ჩემთვის მაინც სულ ერთია ორივე შენ ხარ, მეც შენ ვარ, ჩემი მეგობრებშიც შენ ხარ, ჩემი ოჯახის წევრებშიც გიპოვე, მაგრამ მაინც არ ხარ ჩემთან. ყველაზე ახლო სიშორე. იცი უშენობა მეტკინა.…მინდა მოვიდე შენთან მოვიდე და ვიყვირო რომ მიყვარხარ, მაგრამ ეს არაფერს შეცვლლის ეს ნაბიჯიც კი გადადგმული მაქვს და ცხოვრების თამაში წაგებული. ბედნიერების ფუჭი ოცნება. ყველაზე ახლოს ვიყავი შენთან. მეგონა, რომ შენც...თუმცა რა მნიშვნელობა აქვს რა მეგონა... მთავარი ხომ ისაა რა არის. -მიდი რა დაისვენე და დაასვენე.მეუბნეოდენ მეგობრები ყველა ფიქრობდა, რომ ჩვენგან იმიტომ წახვედი მე,რომ მოვსულიყავი. მეც, მაგრამ რაღაც შიგნით მეუბნეოდა, რომ ეს უბრალოდ შენზე ოცნების ნაწილი იყო. თუმცა როცა საჭიროა მაშინ ხომ არ ვუჯერებთ შინაგან ხმას?! მე მოვედი შენთან მოვედი და იმედი გამიჩნდა რომ შენ გაგიხარდა. -რატო ხარ მარტო? -ხო იცი ასეთი ვარ. -ვიცი. -მიყვარხარ სულ ჩემთან ხარ როცა მჭირდება. -და ვიქნები. შენ ჩამეხუტე. გული გათბა. ნელნალა სულ უფრო მეტად შემოიჭერი ჩემში. გაუცნობიერებლად მაქცევდი უსაზღვრო გრძობის მარწუხებში და ვგრძნობდი, რომ თითოეული შენთან გატარებული წამის შემდეგ უფრო და უფრო მიჭირდა უშენობით სუნთქვა. -რაღაცა მინდა გითხრა. -გისმენ. -იცი იმ დღეს მარტო მე დაშენ რომ ვიყავით პარკში გახსოვს?თან ჩემს გონებაში თბილი კადრები ცვლიდენ ერთმანეთს. ჩახუტებულები ვლაპარაკობდით ბოლომდე გავხსენით კარები და შევუშვით ერთმანეთი სულში, მაგრამ შენ ჩემს სულში კიდევ დარჩი იმ დღეს არასდროს დავივიწყებ. ყველაზე დიდი სითბო მოდიოდა შენგან, მე მაშინ მივხვდი რომ უშენოდ წლები დავკარგე, ან იქნებ ყველაფერი არც იყო ისე როგორც მე მეგონა? მაგრამ თვალების სითბო შენი თვალების... -ჰეი რა ხდება?სად წახვედი? Gონებით მოგზაურობ? -მიყვარხარ. -ვიცი და არ გვინდა მაგ თემაზე ლაპარაკი. და ამ თემაზე აღარ გვილაპარაკია. დღეს ვემზადები ცრემლიანი თვალებით ხვალ ქორწილია, მინდა რომ კარგად გამოვიყურებოდე. თუმცა რაღა აზრი აქვს? არვიცი. ხვალ ბოლოჯერ გნახავ და მერე წახვალ, სულ წახვალ ჩემი ცხოვრებიდან. მე გადავწყვიტე ასე. იმიტომ, რომ ისე მიყვარხარ როგორც არასდროს. შენ შეხვალ ტაძარში ბედნიერი და არც გემახსოვრება ბავშოვაში ნათქვამი სიტყვები ჩემი სიტყვები..უგულო ვარ მაგრამ შენ არც არასდროს ეტეოდი მარტო ჩემს გულში გონებაც კი დაიმორჩილე აღარც ის გიწევს წინააღმდეგობას მეგონა შევძლებდი, მაგრამ ტაძარში შემოსვლისთვის ძალა არ მეყო. გარეთ ვიდექი და გიყურებდი ბედნიერ სახეზე. მიყვარხარ თავისით თქვეს ტუჩებმა და აშკარად გავიგონე ბავშვობაში ნათქვამი -ვიცი..
|
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ |
ნანახია: 1114 |
დაამატა: nika_wero
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|