სადღაც ღრუბლებში გამოჩნდა მზე, დაიწყო ისევ ახალი დღე, გავახელ თვალს, გავხედავ გზას, ბედის ბორბალის უკუღმართ კვალს, იცოდე შენთვის გავარღვევ კლდეს, ისევ დაგიწერ საცოდავ ლექსს, დაჯდები ისევ მომისმენ მე, როცა გაიგებ მიყვარხარ შენ, მერე კი ისევ მივხვდები მე, რომ სიზმარია ეს მე და შენ, ალბათ ისევე ვიმღერებთ ძველ და კარგად ნაცნობ ჩვენ სიმღერებს, ეს მელოდია დღეს მე და შენ, შეგვასხამს ალბათ ოცნების ფრთებს, გავახელთ თვალს,გავხედავთ გზას, ბედის ბორბალის უკუღმართ კვალს..
.................................................................
არ დაგარიგებ მჯერა შენც იცი, ცხოვრების წესი,რომ არის დაღლა, თვალებს ნუ დახრი და ნუ მოიწყენ შენ მარტო არ ხარ შენ მარტო არ ხარ... იღლება მზეც და ამოდის მთვარე დაღლილ მთვარეს კი მზე ეფერება, წვიმს,სიყვარულიც იღლება ოდეს მას განშორებით თუ ეშველება, იღლება თოვლიც და დნობას იწყებს ჭკნება ვარდი და ამოდის ია აი სიცოცხლე მაინც ფერადი და არასოდეს არ არის გვიან... განა შენ მარტო მეც დავიღალე და ირგვლივ ბევრი დაღლილი ვიცი, მაგრამ გჯეროდეს ესეც გაივლის თუ მოინდომებ ყველაფერს შეცვლი, არ იღლებიან გარდაცვლილები მათ მშვიდი ძილით სძინავთ და დუმან ჩამოიბერტყე მტვრიანი ფრთები და შენს თავს რამე ახალი უთხარ, უთხარ რომ გიყვარს დილა მზიანი, არც წვიმიანი არის ურიგო, გახსოვდეს მტერი ჩასაფრებული გაიღიმე და დაე,გიცქიროს, შეისხი ფრთები სკივრში მალული, ყოვლისშემძლეა ადამიანი დღეს დაიბადე გჯეროდეს ამის არაფერია ქვეყნად გვიანი. არ დაგარიგებ მჯერა შენც იცი, ცხოვრების წესი,რომ არის დაღლა, თვალებს ნუ დახრი და ნუ მოიწყენ შენ მარტო არ ხარ... შენ მარტო არ ხარ...
........................................................
ვერსად წაუვალ მღვრიე სიმარტოვეს და ვიცი სიჩუმე კლანჭებში მომიქცევს, მე ხომ სიყვარული დროებით მათხოვეს უკან დაბრუნებაც სულ მალე მომიწევს. ასე რომ გარშემო მოწყენა გროვდება და ჩემსკენ მწუხარე პეპელა ფარფატებს მინახავს ყვავილი ყვავილზე თხოვდება, მაგრამ ეს ქორწილი გაზაფხულს არ ბადებს. დავკარგე ფერების გარჩევის უნარი, რადგან სულერთია რამდენფრად გათენდა, გულს თითოოროლა შემომრჩა სტუმარი ერთ დროს რომ სუფრასთან განცდებს ვერ ატევდა. ოთახში მუსიკა ხმამაღლა შემოდის ყვირილით, ხმაურით, ნასვამი კაცივით სული კი მსგავსია ამოყრილ ჩემოდნის სული არეული სამყაროს ნაწილი. არ ვტირი, უბრალოდ ცრემლები მომდიან დიდია ეს ჩემი ხმის დიაპაზონი, ქალებო სარკის წინ მოვაწყოთ ორგია, გავხდეთ მახინჯები და ულამაზონი. ასეთი ფიქრებით გამერყვნა გონება წამით გავიფიქრე მარკიზ დე სადივით ნუთუ მე ოდესმე ცოლი მეყოლება რომელსაც სურნელი ექნება სადილის. არა და რა მინდა თვითონაც არ ვიცი გაქცევა, ხალხი თუ მღვრიე სიმარტოვე, ვიდგები შენს წინ და იმდენ ხანს დავიცდი, სანამ სიყვარული დამრჩება მარტო მე. თუ წახვალ ძვირფასო ჩემი სიზმარიდან და ვინმეს მაგ მაღალ კისერს მიატოლებ ვიდგები აქ როგორც მაისის ქარი და სურნელი, სურნელი, სურნელი დატოვე !
...................................................................
მე ვარ ეული, გარდარეული ჩემს გულში ცივი ზამთარი ბორგავს, მაგრამ აქაც კი შემოაღწია ამ საოცარმა, ნეტარმა გრძნობამ. სულს უხარია სიცოცხლე ისევ, გული იმედით კვლავაც მევსება, ცხოვრება მინდა ისევ, და ისევ, რომ ეს ოდები ხვალაც მოგიძღვნა... მე შენ მიყვარხარ, მე შენ გაღმერთებ, ამ სიყვარულმა მასწავლა ლოცვა... გთხოვ, შეისმინო ჩემი ვედრება და შენი გული მალე მომიძღვნა...
|