დახე, ჩემს თვალებს რა დაემართა - ყინული ადევს ძველ ზმანებათა, აორთქლდა ყველა დანაპირები, სხვა ცა იზიდავს, სხვა ნაპირები.
და ვეჭიდები მე შენს ფალანგებს, მიყვარხარ ძლიერ. შენ ეს გადარდებს. და ზედ გემსხვრევი გაუთავებლად... როგორ მიყვარხარ, ჩემო ღვთაებავ!
მხოლოდ ერთ გემოს არ ვეურჩები - ბაგეს მეხები როცა ტუჩებით. ერთს ველტვი შორის უამრავ ქართა - როდესაც შენი ჩრდილია კართან.
და ვეჭიდები მე შენს ფალანგებს, მიყვარხარ ძლიერ. შენ ეს გადარდებს.
პოლ ვერლენი და ზედ გემსხვრევი გაუთავებლად... როგორ მიყვარხარ, ჩემო ღვთაებავ.
...............................................
ყურში მიწივის ახლაც ხმები შენი ტირილის, წლები გავიდნენ, გულში დარდი ვერ გამოვლიე და მესიზმრება შენს სახეზე ნაზი ღიმილი, როცა, ჯალათმა, სიყვარულზე დაგიყოლიე.
დრო მიდიოდა, სიხარული გვედგა თვალებში, ბედნიერებმა არ ვიცოდით, დარდი რა იყო, მაგრამ განგებამ გადამხვეწა უცხო მხარეში და სამუდამოდ ჩვენი გზები ორად გაიყო.
\"მიდიხარ?\" _ მკითხე, ხელზე თბილი ხელი შემახე, ვერ შემოგხედე, თვალებს მჭრიდა ცრემლების ბროლი და ჩემმა თეთრმა ღამეებმა შემოინახეს შენი თრთოლვა და წამწამებზე სპეკალი ორი.
|