გიყურებ და დნება გული მშვენებისგან ჩრდილავს სული, გიყურებ და მრჩება თვალი ლამაზია შენი ტანი..
გიყურებ და მიდის წამი წარსულია ჩვენი კვალი გიყურებ და მიდის დარდი მიდის წვიმა , მიდის ქარი.
გიყურებ და მოდის ნავი გავატანოთ ჩვენი ავი გიყურებ და ღრუბელია ისევ წვიმა, ისევ ქარი.
.......................................
ხშირად, როდესაც განთიადისას თავმდაბლად ვუცქერ მნათობს, მე მეჩვენება, რომ მზე შენა ხარ, შენი სხივები მათბობს!
ხშირად, როდესაც სუფრასთან ვზივარ და ღვინის ძალა მათრობს, მე მეჩვენება, რომ ღვინო შენ ხარ და შენი ძალა არ მთმობს.
ხშირად, როდესაც გავცქერ ბუნებას და ვაკვირდები ველებს, ვფიქრობ, რომ მართლაც ველი ყოფილხარ და მე მიძღვნიდი ფერებს.
ხშირად, როდესაც მე მეძინება და ძალით ვხუჭავ თვალებს, ვფიქრობ, რომ ძილი შენ მომანიჭე, რომ არ ვუყურო ქალებს.
ხშირად, როდესაც დიდი იმედით, მე ვაკვირდები ზეცას, გამახსენდება... მე მახსენდება, რომ ჩემთვის გაუჩენიხარ დედას!
|