ჩემს ცოცხალ გულს მოუნდა, რომ შენ სიკვდილი დაგასწროს! ნუღარ შიშობ! არ მოკვდები, ჩემზე ადრე არასდროს.
ჩემმა ზურგმა უკვე ზიდა თვრამეტი წლის ლოდები... როცა მოხვალ სამოთხეში, იქვე დაგელოდები!
მე აღარ ვარ და გახსოვდეს მომაკვდავის დარდები, სამოთხეში მოგიკრიფე თეთრი, ნაზი, ვარდები.
როცა მოხვალ, მე სამოთხეს დაგახვედრებ გაშლილს და გთხოვ ნუღარ მოტყუვდები შენ სამოთხის ვაშლით.
ჩემს ცოცხალ გულს მოუნდა, რომ შენ სიკვდილი დაგასწროს! არ იჩქარო ჩემთან მოსვლა, გთხოვ სიცოცხლე განაგრძო!
.......................................................................
შენ ამბობდი _ თვალებიც ბერდებიან, და მუდამ ამაზე ვკამათობდით, ჩვენ შორის სიშორის ის წლებია, რომლებიც მინდა რომ არ მახსოვდეს. ახლაღა ბრუნდები, ვედრებიან წამებს და საათებს ვგავარ ოდეს, არ ამბობ _ თვალებიც ბერდებიან, გახსოვს, არ მჯეროდა არასოდეს. მიყურებ, გაცვეთილი მზერებია, ნიღბიან ერთგულებას თამაშობენ, ვიჯერებ _ თვალებიც ბერდებიან, როდესაც გულები ღალატობენ...
...........................................................
შენ გიჟი ხარ... როცა გხედავ მეც მაგიჟებ... შენთან რომ ვარ, სისხლი გულში კოცონს მინთებს... როცა ველი შენს მოსვლას და შენს ნაბიჯებს... ვფიქრობ, როგორ მოვეფერო შენს ნაზ თითებს...
მეც გიჟი ვარ... და უშენოდ როგორ გავძლო... მინდა, ისევ მაგიჟებდე, აქაც, იქაც... ეს ცხოვრება, მხოლოდ შენთან, შენთვის განვლო... მე ხომ, მხოლოდ ეგ სიგიჟე შენი მიყვარს...
ჩვენ გიჟი ვართ... და სიგიჟეს თავის დრო აქვს... არ გვჭირდება, უმიზეზოდ ხვეწნა, ფიცი... შენ რომ ფიქრობ, ეგ ფიქრები, ქარს აქ მოაქვს... ქარს მოჰყვები, გამაგიჟებ ისევ, ვიცი.
|