მთავარი » 2010 » აპრილი » 6 » .................
9:21 AM ................. |
თუ სიკვდილი დამებედოს, ისევ ქალის თვალებმა.- ეს გული რომ მათთით ცოცხლობს რა იციან ქალებმა...
ზოგს რით მოსწონს, ზოგს რით ხიბლავს, წამის ქვეყნიერება,- მე კი უფრო მეტად მიყვარს ქალის მშვენიერება!
განა რამე შეედრება გულის გასაგრილებლად, როცა ნაზად, შეირხევა, ბაგე გასაღიმებლად?
ან კი უფრო უკეთესი ქვეყნად რამე შობილა?: როცა ქალი უტურფესი ლერწამ ტან-ტუჩ-წყობილა;
მსუბუქ ქარით მონანავე თმების მიმო-ქროლებით; ნაზის კრძალვით მონარნარე ნაძერწ თითთა ბროლებით;-
მრავალ ჭირთა სნეულებით- გაყინულ სულს აცხოვნებს!- ედემთ სანატრ სურნელებით არე-მარეს აცოცხლებს!..
ხშირად წამით გაგახარებს, თუმც დიდ ხანს არ დაგაცდის. სამოთხის კარს დაგანახვებს შესვლას კი არ გასწავლის.
ზოგჯერ უდგათ თვალს ნისლები, ცის მშვენებით მადლქმნილებს. ხშირად დასდევთ ქარიშხლები ხავერდოვან მანდილებს.
მაგრამ რაც ქრის, არ ნელდება, განა ყველა ქარია? ვინც თქვა:”კაცი ტრფობით კვდება”- მაგრად მიუქარია!
უწვალებლად ქვეყანაზე განა რამე გამოვა?! თუ არ (ევნე, არ ეწამე) ნეტარება არ მოვა.
ვინაც რწმენა არ დაკარგოს უკვდავებას მიაგნებს, ვინაც ჩასწვდეს,-ეზიაროს- მათი სულის ციაგებს...
თუ სიკვდილი დამებედოს, ისევ ქალის თვალებმა.- ეს გული რომ მათთვის ცოცხლობს რა იციან ქალებმა...
|
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ |
ნანახია: 1124 |
დაამატა: nika_wero
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 33 სტუმარი: 33 მომხმარებელი: 0 |
|
|