♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 3 » ..................
10:37 PM
..................


გამარჯობათ, იცით დღეს მე მიმატოვეს
დღეს სიცოცხლით ანთებული მოკლეს გული
სამახსოვროდ მოგონება დამიტოვეს
დღეს წამართვეს ერთადერთი სიყვარული
ვერ მიცანით? ჩვენ ხომ ადრეც შევხვედრილვართ
მე ისა ვარ სიყვარულს რომ დავეძებდი
ის ვარ ვინც თქვენ გამშვიდებდათ, გიღიმოდათ.
ვინც თქვენ ასე გიყვარდათ და აღმერთებდით
რატომ გიკვირთ ნუთუ ასე შევიცვალე
მე ხომ მხოლოდ ციცქნა გული ამომგლიჯეს
მე უბრალოდ დამცინეს და მიმატოვეს
ჩემში ცელქი წყნარი ბავშვი ამოძირკვეს
არ შეშინდეთ..მე უბრალოდ მომკლეს ცოცხლად
აღარა მყავს საოცნებო სიყვარული
აღარც ცრემლი, არც იმედი, აღარც სევდა
აღარც ტანჯვას აღარა გრძნობს ჩემი გული
რატომ გიკვირთ რომ ვიღიმი .. გული ნახეთ..
აბა გულში ჩაიხედეთ როგორ ცივა
იქ ობოლი შენახულა მოგონება
და ამდენი ვაებისგან სულიც მტკივა
წასვლის დროა მგონი სადღაც ვაგვიანებ
აბა კარგად არ მგონია ისევ მნახოთ
და ერცა გთხოვთ დატანჯული გოგოს ხსოვნა
სულ მცირე ხნით მოგონებად შეინახოთ


............................................................


ცოტას დავიცდი,
მერე წავალ წვიმის კვალდაკვალ...
დღეს თუ არ იცი, ხვალ გაიგებ,
როცა დამკარგავ...
ჩემთვის ასეთი ცივი რატომ ხარ,
რით შეგაშინე?
შენსკენ სავალი ბეწვის ხიდიც
არ შემაშინებს.
ცოტას დავიცდი,
სანამ გავა წვიმის სურნელი...
ნუგარ განიცდი,
პატიებას შენგან არ ველი...
თურმე ბოლომდე
ყველაფერი არ შეგძლებია...
მე ხო მოგენდე,
ამის მეტი რა შემიძლია...
ცოტას დავიცდი,
მერე წავალ წვიმის კვალდაკვალ...
ნუგარ განიცდი,
ხვალ ხომ უკვე მართლა დამკარგავ...

......................................................


ვწევარ, გიხსენებ და მომდის ცრემლი,
ცრემლი ამ თვალებს ისევ ასველებს.
ვწევარ და ვფიქრობ; კიდევ როდემდე,
სევდა როდემდე არ დამასვენებს?
დავხუჭავ თვალებს და მაინც გხედავ,
თვალებს გავახელ და შენ დამხვდები,
მოგონებებში ჩავიძირე და
საკუთარ აზრებს არ ვეთანხმები.
შენ ისე ცივი, ისე შორი ხარ,
აზრი არა აქვს შენზე ოცნებას,
მე რომ მოვუყვე შენს მუქ თვალებზე,
ალბათ ცხრათვალა მზეც გაოცდება.
მოვითვლი დღეებს, უკვე რამდენი,
მართლაც რამდენი ხანი გავიდა...
გაუწყრეს ღმერთი დროს და საათებს,
მე შეგუება ბედთან არ მინდა!
მაინც არ იცდის დრო დაწყევლილი,
არც დამცინავი კედლის საათი;
"ფეხს აუჩქარეთ, წარმოდგენამდე
დარჩა სულ რაღაც ერთი საათი!"
ფიქრს მოვიშორებ, მაინც თან დამსდევს
შენი ხატება _ ძილშიაც მოვა;
წახვედი შენ და ღამის სიზმრები,
მოგონებები დამრჩა სახსოვრად.
შენზე ვერავინ ვერ იტყვის აუგს,
სანამდე სითბოს გრძნობენ ხელები
და შენ იცოცხლებ მანამდე, სანამ
იარსებებენ ჩემი ლექსები...
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1193 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ოთხშაბათი, 2024-12-18, 7:57 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 10
სტუმარი: 10
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024