ის გაიქცა, ქალს დაეჯახა და წააქცია. ქალს მივუახლოვდი. უგონოდ ეგდო. მანქანებმა გამინათეს ტვინი, წამოვხტი და გავვარდი. ამედევნენ ლურჯ ტანსაცმლიანები. ხმა გაიძულებს გაიქცე. გიყურებენ, მოგდევენ, გეძახიან, გესვრიან... ტყვიებისგან წარმოქმნილი ნიავი თმას გიჩეჩეჩავს. დევნა შეწყვიტეს. მივიხედე. ქალი ფეხზე იდგა და ჩემზე იცინოდა, რომ მე გავურბოდი კანონს...
უამრავი აზრი დავფქვი თავში... ნუთუ ჩემი თავი წისქვილია? არა. როდის იყო წისქვილს თმები ჰქონდა?! თან ჩემი აზრებიც არაა მსგავსი ფქვილის. ჩემი აზრები გახელებაა, სურვილი წასვლის, პროტესტი... უამრავი კითხვა მაქვს. საკუთარი პერსონა არ მომწონს. ხანდახან კი ძალიან მიყვარს. მე ყოველთვის ყველა მიყვარდა. მარტოსული ვარ. ვეძებ ადამიანებს. თუმცა მათ ჩემი არ ესმით. მომწონს სიბნელე, მაგრამ ვისწრაფვი სინათლისაკენ...
........................................................................................................
ხომ იცი რომ მაინც დაგტოვებ, სუნთქვაშებოჭილს, გადაცურულ განცდების ზღვასთან, როგორც ხე გვიან შემოდგომას ისე დაგიფერთხ, ამ სხეულიდან, გადავიცვამ ზამთრის საღამურს. ერთ-ერთ მირაჟულ გათენების წამში ჩაგკარგავ, რომ ტკივილებით მიხსენებდე მერე დროდადრო, დრო დასუსხული, თითებისგან , ფანჯრებთან ფეთქავს, ხომ ხედავ ჩემში გაზაფხული ისევ შობადობს. არ შემეჩვიო! სიყვარულის სადღაც მიღმა ვარ, არც ოცნებებით გამოთრობა მე არ მჩვევია, გრძნობებით მხოლოდ ვჟონგლიორობ, მხოლოდ ვთამაშობ, ვერთობი, სულის ნაპრალები არ ხორცდებიან. წაგლეკავ წასვლით, ნუ ეცდები რომ გამაჩერო, თამბაქოსავით გამოგფიტავ და ყველა სურვილს, ყველა თამამი ახირებით რაც გაგაჩნია ქალის აწყვეტილ ამბიციებს მსხვერპლად შევწირავ. არ შემეჩვიო! შორზე კიდევ უფრო შორი ვარ, რეალობასთან განვსხეულდი თითო უჯრედით, ვიდრე დაგჭირდეს გადაჩვევა…
|