მთავარი » 2010 » აპრილი » 3 » .............
|
ტკივილისაგან დაღლილს ბავშვის ტირილი მაფხიზლებს. _ატირდა!_ღრმად ამოისუნთქა ექიმმა. _ჩემი პირმშო ტირის_იმ წუთში მიხარია მისი ტირილი,ამ დროს ტირილი ხომ სიცოცხლის ნიშანია. ჩემი შვილი,ჩემი პირმშო, ჩემი სულისა და სხეულის ნაწილი.მისი სახით კიდევ ერთი სიცოცხლე მოევლინა ამ ქვეყანას და ეს ჩემი შვილია! თითქოს არც მჯერა... რამდენ ხანს ველოდი ამ წუთს,ამ წამს?თითქოს მთელი ცხრა თვე ვესაუბრებოდ. მოთმინება არ მყოფნის,როდის შევავლებ თვალს.ახლა კი ჩემგან სულ ორი მეტრის დაშორებით წევს იგი და გატრუნულია... სიხარულით თითქოს ვმჩატდები,თითქოს უსხეულოდ დავფრინავ ზეცაში:ვერ ვიჯერებ,რომ ეს ყველაფერი სულ ცოტა ხნის წინ მოხდა,რომ მე უკვე დედა ვარ,სიცოცხლის მომნიჭებელი,ამ პატარა არსების მომავალზე პასუხისმგებელი. ვგრძნობ როგორ ვივსები ამ გრძნობით და ჩემში თანდათანობით შემოდის რწმენა,ამ ქვეყნად დედობრივ გრძნობას არაფერი შეედრება.
|
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ |
ნანახია: 1196 |
დაამატა: nika_wero
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|