შენ რა იცი, სიყვარული რა ხილია?! არ გიგრძვნია გულში ტრფობის გაღივება. სიყვარული მთაში ირმის ძახილია და ბოლოს კი სევდიანი გაღიმება.
სიყვარული ცრემლებია დაკარგული, იცი, კარგო, რას ამბობდა საიათნოვა? - სიყვარული ტალღააო ნაკადულის, თუ წავიდა, აღარ მოვა.
მე შენ მეტი განა არვინ მყვარებია, ეს ალვები მეჩვენება გოგონებად, ეს ლექსები მაშინდელი ქარებია და ტკბილ-მწარე მოგონება.
..............................................
კაცების გასაგონად თქვენ თუ იცით რა სევდაა ქალში, თქვენ თუ იცით რა ცრემლია ქალი.. მამაკაცებს სიყვარული ძალგიძთ, იცით როგორ წაიბილწოთ თვალი.. თქვენ არ იცით რა ძნელია იყო ქალი.. იყო წვიმა,იყო სევდა,იყო ქარი, რა ძნელია არ ათრთოლდე მთელი ტანით, როცა კაცი შემოგყურებს ბილწი თვალით.. რა ძნელია როცა გაწვიმს,როცა გათოვს, როცა სხვისი სიყვარული ვეღარ გათბობს.. როცა გცივა,როცა ყინვა შენს გულს ალპობს, სითბოს ეძებ..ის სითბო კი სულ სხვას ათბობს.. თქვენ არ იცით რა ძნელია გერქვას ქალი, სიყვარულით,სიმარტოვით,სევდით მთვრალი.. თუ გიკითხავთ ერთხელ მაინც რატომ სტკივა, რატომ უთრთის ის ტუჩები როცა თბილა.... თქვენ არ იცით რა ძნელია იყო ქალი..........
|