♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 2 » ..............
9:27 PM
..............


შენ ჩემში უკვე შემოდგომის სიშიშვლეს ხედავ,
რტოებს სიყვითლე ფოთლებისა შემოსძარცვია,
ფრინველთ გალობა შეუცვლია გოდებას ხეთა,
და ტყეს სამოსი არასოდეს თითქოს არ ცმია.
შენ ჩემში ხედავ წარსულ დღეებს მიმწუხრიანებს,
მეწამულ სხივებს დასავლეთის ცაზე მოფენილს,
ქრება ნათელი, შუაღამე ავად ხრიალებს
და მიუსავლეთს ემგვანება წუთისოფელი.
ვიცი, რომ უკვე მიმქრალ კოცონს მადარებ გულში,
ღადარი დღეებს დაუნაცრავთ, ცხარე ცრემლიანთ.
და რაც სინაზით ძიძაობდა სიცოცხლეს გუშინ,
ახლა მისივე სასიკვდილო სარეცელია.
რაც უფრო ამჩნევ - სააქაოს თითქმის აღარ ვარ,
მით უფრო მეტრფი, ვით განწირულს დასამარხავად.

................................


მე ძლიერ მიყვარს, მაგრამ გრძნობას არ გამოვაჩენ,
რადგან ტრფიალი უნდა იყოს მუდამ ფარული,
მაშინ მიჯნური სიყვარულით არის მოვაჭრე,
თუ ხალხს მოუთხრო თავის გრძნობა და სიყვარული.

ახლა გრძნობები ლექსში ვეღარ სათუთდებიან,
ვარდობისთვეში ზეცას სწვდება მგოსნის ძახილი,
შემოდგომაზე ბულბულებიც დადუმდებიან.

შემოდგომაზე ბულბულები ღამეს ტოვებენ.
თუმცაღა ზეცა ვარსკვლავებით ისევ კიაფობს,
ველურ მუსიკით იღლებიან ხეთა რტოები
და ბულბულს არ სურს, რომ სიმღერა გააიაფოს.

მეც ბულბულივით დამუნჯდება ვრაცხე წყალობად,
რომ არასოდეს მოგაწყინოს ჩემმა გალობამ.

.....................................


შენ, ჯერ კიდევ ნაპირზე ცურავ,
იმ ზღვის ნაპირზე,სახელად...."ცხოვრება"
თვეს თვე მოჰყვება... წლებს კიდევ წლები...
მიყვები სიღრმისკენ, სახელად..."ცხოვრება"

ცურავ და ცურავ, ღრმად და ისევ ღრმად...
ძნელია, ძნელი ალბათ მიმიხვდებით....
უკვე დაიღალე....ძალა აღარ გაქვს...
უცებ ჩერდების და... ხვდები...იძირები...

ძნელია ებრძოლო ცხოვრების ტალღებს...
ის შენზე ძლიერია,თან შენზე დიდი,
მაგრამ იცოდე იოლად არ დანებდე!!!
შენ ამას შეძლებ!!! მიდი!!!

მჯერა ამ ბრძოლას მოიგებ
და მალე იპოვი პატარა ნავს,
იცოდე ეს ღვთის საჩუქარია,
ის მაშინ ჩნდება როდესაც გწამს...

ჩაჯექი ნავში და ბევრი იფიქრე,
რა გამოიარე?სიცილი, ცრემლი, გოდება....
მაგრამ იამაყე რომ შენ გადმოცურე
ბობოქარი ზღვა, სახელად..."ცხოვრება"

.....................................


იყავი ჩემი სულის სამყოფელი
სულ დარჩი ჩემთან ფიქრებით
იყავი ჩემი პირველი სიყვარული
მითხარი "ერთად ვიქნებით"
იყავი ჩემი სულის სამყოფელი
არ დარჩე მხოლოდ ოცნება
ჩემი დავიწყება რომც შეგეძლოს
ლექსები მოგაგონდება
იყავი ჩემი სულის სამყოფელი
იყავი ჩემი სუნთქვა
იყავი ჩემი ოცნების ახდენა
ნუ ხარ ასეთი გულქვა
იყავი ჩემი სულის სამყოფელი
იყავი ჩემი ღმერთი
იყავი ჩემი სულ ბოლო სიყვარული
მე ხომ რახანია გეტრფი
იყავი ჩემი სულის სამყოფელი
გულში შემინახე, ფიქრად ვითოვო
მინდა ღმერთებთან მივიდე და
შენი სიყვარული ვითხოვო
მოიყვანე ჩემთან გაზაფხული
იყავი ჩემი რითმის მგალობელი
გაჩუქებ ჩემ ფერმკრთალ სიყვარულს და
ვიქნები შენი სულის სამყოფელი.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1248 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 1:14 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 53
სტუმარი: 53
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024