♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 2 » .................
9:23 PM
.................

ადამიანები მუშაობენ:
მაუსს კიდებენ ხელს და ისარს მონიტორზე ამოძრავებენ.
ადამიანები მუშაობენ:
ყვავილებს რწყავენ და ზეცაში გალაქტიკებს აკვირდებიან.
ადამიანები მუშაობენ:
ბანკებში სხედან, ფულს ითვლიან და ჩეკებს წერენ.
ადამიანები მუშაობენ:
არაყს სვამენ და ქაბაბს ჭამენ.
ადამიანები მუშაობენ:
ერთიმეორე მოჰყავთ მეორე ნახევრად და აჩენენ ბავშვებს...
ადამიანები დაიღალნენ:
მაუსს კიდებენ ხელს და კვდებიან.
ადამიანები დაიღალნენ:
ვერ რწყავენ ყვავილებს და ბაღებიც ხმება.
ადამიანები დაიღალნენ:
ბანკებში სხედან და პეშვიდან სცვივათ გროშები.
ადამიანები დაიღალნენ:
არაყს სვამენ ციროზის ნიშნით.
ადამიანები დაიღალნენ:
ერთიმეორე მოჰყავთ მეორე ნახევრებად და ბავშვს ვერ აჩენენ..
ადამიანები მუშაობენ და დაიღალნენ:
დაბადებიდან სიყვარულზე და მეგობრობაზე მოქაქანე ძველისძველი თუ ახალთახალი ადამიანები პატიოსანი მუშაობით გადაიღალნენ და ყვავილს რწყავენ,
არაყს სვამენ,
მაუსს კიდებენ სიკვდილის წინ დაქანცულ ხელს და ყვირიან, რომ:
შრომობდნენ მუდამ !

...................................


ფიქრად მქცეოდა თავი ნეტავ,ეს დამენახა,
და არ ჩავთვლიდი გზას შენამდე მე დიდ მანძილად,
და გამოვწევდი სწარაფად იქით, სადაც შენა ხარ,
და შენს წინაშე გავჩნდებოდი უცებ ადვილად.
ვინ შეუკრავდა ჩემს სანუკვარ ოცნებას ხელებს,
ვინ შემბორკავდა უშორესი ქვეყნების სტუმარს!
გადმოლახავდა ფიქრი ჩემი ზღვასა და ხმელეთს
და შენს წინაშე გაჩნდებოდა განზრახვის უმალ.
მაგრამ ფიქრი მკლავს,რომ ნამდვილად არ ვარ ფიქრი,
ვერ გადმოვივლი იმ სიშორეს სადაც წახვედი,
მიწის და წყლისგან წარმოქმნილი ვერსაით მივქრი
და მიმორჩილებს ჟამთასრბოლის ბედი შავბედი.

.........................................................


გემუდარები ორგულობა არ დამაბრალო,
არ დაიჯერო განშორებამ გრძნობა გასრისა,
არ დაივიწყო, რომ როდესღაც გული საბრალო
შენსავე მკერდში შევინახე შენგან წასვლისას.
შენი მკერდია ჩემი გრძნობის თავშესაფარი,
შინ დაბრუნება იცის თურმე ჩემისთანამაც.
შენზე ოცნებით მოვიარე ქვეყნად მთა-ბარი,
მაგრამ ცოდვების განსაბანად წყალიც თანა მაქვს.
არ დაგიმალავ, მეც სხვებივით ლხენას დავეძებ,
და ახლა შენთან უცოდველი როდი მოვედი,
მაგრამ არასდროს დაიჯერო, ისე დავეცე,
გადავიწყვიტო შენი სულის სვეტი-ცხოველი,
შენზე უკეთესი რა შემეძლო ქვეყნად მენახა,
ამ უნაპირო სამყაროში მხოლოდ შენა ხარ.
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1188 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 1:53 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 64
სტუმარი: 64
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024