მე ხომ სხვა ვარ, დღე ცისმარე მახვილს ვფერავდი, შენ კი გქონდა დღეთ სიზმარი ფერად-ფერადი. მიყვარს ამ ხმის გაგონება, რადგან ვერრათი ვერ წავშალე მოგონება ფერად-ფერადი. შემიყვარდა ეგ ხმა ტკბილი ბედისწერამდი, სად არ დამდევს მისი ჩრდილი ფერად-ფერადი. იყოს ისე , როგორც დარჩა ამიერამდი,- ჩემთვის- ძონძი, შენთვის- ფარჩა ფერად-ფერადი.
|