მე გპირდებოდით, რომ დავბრუნდები რომ თქვენი თმები დამაბრუნებდა, მაგრამ დღეები, როგორც ქურდები ჩემს დაპირებებს ანადგურებდნენ... და ტყვია სადმე თუ გააციებს გულს საშინელი განადგურებით თქვენ მაპატიეთ, ჰო მაპატიეთ დანაშაული - არდაბრუნების.
..............................................................
გაჩენის დღიდან გეძებდი, მაგრამ ვერ მოგაკვლიე, ვარსკვლავო ჩემო. ბევრჯერ აენთო და ბევრჯერ ჩაქრა შენი სახება სადღაც, ჩემს ზემოთ. და აი, ისევ ციმციმებ, ელავ, თითქოს ღამეში ფრთა გაგხლართვია ... და შენი შუქი, ვით ქოხში კერა, ჩემს აოხრებულ გულშიც ანთია.
.......................................................
მე მინდა, შენს ლანდს ეს ლექსი ვუთხრა, უბრალოდ ვუთხრა, როგორც სუფრაზე ყველას გვაქვს ჩვენი პატარა კუთხე, სადაც ჩვენვე ვართ ჩვენი უფროსი.
ეცემა თოვლი - თეთრი ფრინველი, ეცემა, მაგრამ რა იცის თოვლმა?.. ან რას გაიგებ, რომ დღეს პირველად არ შემიძლია მე შენი პოვნა.
.......................................................
რაც არ ყოფილა, ის არც იქნება, მაგრამ რაც იყო, იქნება კვლავაც: გზა გაიხსნება, ან შეიკვრება, მომსვლელი მოვა, წამსვლელი წავა…
მეც წავალ, ოღონდ ცოტაც მადროვეთ, ბარემ შევავსო ბოლო ფურცელიც და ამოვწურო ეს სიმარტოვე, ეს ფორიაქი ამოუხსნელი.
გაუფასურდა, ჩაბარდა წარსულს, რითაც დროს ვკლავდი და თავს ვირთობდი. მე კი სხვაგვარად ცხოვრება არ მსურს - კარგად იყავით. მადლობთ. მშვიდობით.
|