♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 2 » ..................
8:25 AM
..................

მე ჩემი ფიქრი ხელს შემიშლის ვიცი ამაღამ,
დაიბადება ხორცშესხმული მომეჩვენება
არ შევეჩვევეი მე ამ ყოფას ვიცი დამჩაგრავს,
ეს ხორციელი წარმოდგენაც სადღაც დამკარგავს...

ამ ძიებაში აზრი ვერაგი დაჩანაგდება
და დანთებული ძნელად კოცონიც ცივად ჩაქრება...
ვყვები ცხოვრებას სათქმელს ჩემსას ვერ ვასწრებ სრულად
თან ხომ ვბერდები,ცივ ბეტონზე ფიქრებში ჩუმად!

მოვა დრო მოვა! მე რატომღაც მომავლის მჯერა
მოვარტყამ "პოსტას"გავინათებ მე,ბნელად ყოფნას,
ვცდილობ უბრალოდ რომ გავექცე ამ რეალობას
არამც და არამც! არ გავეცნო მე შავ თეთრად ჩემს არსებობას...

.............................................




მაპატიე თუ გატკინე ჩემით გული,
არსებობამ ჩემმა გზა თუ აგიბნია,
მაპატიე გადადგმული ნაბიჯები
ნაკვალევმა იარა რომ გაგიჩინა.
მაპატიე უდიდესი სიყვარული,
დაივიწყე ის რაც უკვე წარსულია,
ისევ მოვა წვიმა შენი გაზაფხულის,
ეგ წვიმა ხომ ჩემი თბილი ცრემლებია.
მაპატიე სულის აფორიაქება,
ღმერთმა შენი გაბრაზება მაპატია,
ჩამეხუტე და მითხარი ყურში ჩუმად:
"დავივიწყოთ, გაპატიე, წარსულია"


..................................




ო,მაპატიე ჩვენს შეხვედრებს ზღვარი დაედო
დავრჩით შორიშორს ბედისწერას ასე ენება
ო,მაპატიე უნდა გავძლოთ უერთმანეთოდ
თუმცა ძნელია სხვაგან ვპოვო ბედნიერება
მე ვიცი,ტანჯვის უეცარი ჩამოქროლებით
კვლავ ათრთოლდები უიმედო ძიების წილად
როცა მოისმენ ისევ ისე გულაჩქარებით
სახელს იმისას ვინც დაკარგე დიდი ხნის წინათ
სულ ერთი წამით შევხვდით ერთურთს,სულ ერთი წუთით
მაგრამ იმ წამში უკვდავება ვიგემეთ სრული
ჩვენ ყველა გრძნობა,ყველა გრძნობა უცებ დავცალეთ,
და ერთ კოცნაში ამოვხადეთ ყველაფერს სული,
ო,მაპატიე,მაპატიე,და განუსჯელად
იმ ჩვენ ხანმოკლე სიყვარულზე არ დაგწყდეს გული,
მძიმეა,მძიმე,განშორება,მაგრამ ეს მჯერა-
ჩვენი შეხვედრა იქნებოდა უფრო ტანჯული.

................................................




ცხოვრებაში ერთ შეცდომას ყველა უშვებს...
სწორედ ამ ერთს ვერ ასწორებს ვერაფერო...
დათუ მართლა დამნაშავედ მიგაჩნივარ...
მაპატიე... მაპატიე ყველაფერი...
თუკი სევდა თავს გვეხვევა როგორც ნისლი...
და სიმართლეს ტყუილისგან ვეღარ ვარჩევთ...
თუ ორივე გადაგვღალა ერთად ყოფნამ...
მაშინ მხოლოდ განშორება გადაგვარჩენს...
მე მივდივარ... მე გშორდება რადგან ვხედავ...
ჩვენს შეხვედრებს არ შორდება მუქი ფერი..
და თუ ახლაც დამნაშავედ მიგაჩნივარ...
მაპატიე... მაპატიე ყველაფერი...

...............................................




როგორ მიყვარდი....
უსიტყვოდ მტოვებ,
...უსიტყვოდ მტოვებ ბედის ამარა,
მე უშენობა რომ არ შემეძლო,
შენ სწორედ ამან გაგათამამა.

რაღა ვქნა თუკი ისევ მაჩნიხარ,
ისევ თუ მინდა შენი დანახვა,
შენი სიტყვები.... ~ო რა კარგი ხარ...~
ახლა სადა ხარ,
ახლა სადა ხარ?...

...კარავი... კოცნა... ალერსი.... სითბო,
თითების სითბო, შენი თითების,
ო, ის აპრილი.... იმ აპრილს თითქოს
კიდევ გპირდები........
კიდევ გპირდები.......

......რისთვის ვიხსენებ იმავე გრძნობას,
რომ შემაყარა შენმა დალალმა,
და სიყვარულმა კი არა მხოლოდ,
შენ გაზაფხულმაც გაგათამამა.
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1181 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 1:35 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 55
სტუმარი: 55
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024