ზღვის პირად პატარა ბავშვის ტერფების კვალი ნამიან სილას ზღვის პირად აჩნდა, მე თითქოს წამით ამეხსნა თვალი, და ის დღე ვიგრძენ იდუმალ ძალით. როცა სიცოცხლე პირველად გაჩნდა! ვიდექი მარტო, შორიდან ფრთხილად, მოდგა სიჩუმე და გულში ჩაჯდა, ვხედავდი პირველ გაჩენის დილას... და მხოლოდ სილას, ნამიან სილას პატარა ბავშვის ტერფები აჩნდა...
|