♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 22 » vivaldi’s rain
3:15 PM
vivaldi’s rain

წვიმა … რამდენი რამეა ჩადებული ამ სიტყვაში. ბუნების ტირილი… ცის ცრემლები… სიგრილე.. სიმსუბუქე… სიცოცხლე… გრძნობები… მე მიყვარს წვიმა, ზაფხულის შხაპუნა თავსხმა წვიმა… წვიმა ყველა ნაკვალევს შლის.. ჩემს სულში უდავოდ… კარგ განწყობაზე მაყენებს ხშირად… ფიქრიან განწყობაზედ…
ეს უკვე ბოლო თვეებია, რაც თბილისში სასტიკად წვიმს საღამოობით… თითქოს წარღვნა იყოს.. ბევრიც დააზარალა… და მე თითქმის მრცხვენია იმის თქმა, რომ ვგიჟდები წვიმაზე… და რომ ვოცნებობ წვიმაში ცეკვაზე…
მე ბევრ რამეზე ვოცნებობ… ჩემს ოცნებას მეტი კიარაფერი უნდა, მარტოოდენ წვიმა და მუსიკაც (ზოგჯერ მარტო მუსიკა) ყოფნის.. განსაკუთრებით კლასიკა… 
vivaldi’s rain – უსმინეთ ამ მშვენიერებას… როგორი მშვიდია და ნაზი.. რომანტიული…
წვიმა ჩემზე მაგიურად მოქმედებს… განსაკუთრებით მაშინ, როცა ნაწვიმარზე სეირნობ და სველი მიწისა და ბალახების სუნი ტრიალებს ირგვლივ.
ან როცა ფანჯრებს გააღებ და სუსტი სიო ფარდის ფრიალით შემოიჭრება შენთან ოთახში და თან შემოგიტანს ძღვნად წვიმის წვეთებს… გაპკურებს და გაგრილებს…
ჩემს ლექტორს უყვარდა თქმა: თუ ვინმე გაბრაზებული ხართ, წადით წვიმაში ისეირნეთ, გაგრილდებითო… ხო, ნამდვილად… ცხელ გულსა და გონებას გაიგრილებს ადამიანი, სულს დაიმშვიდებს… თუ მერწმუნებით, არაფერია სულიერ სიმშვიდეზე უფრო სანატრელი მდგომარეობა… როგორ დავახასიათო, არც ვიცი…
წვიმამ გადაიღო უკვე.. ხალხს შეუძლია დამშვიდეს.. წუხანდელი წარღვნა აღარ იქნება, მადლობა ღმერთს… მაგრამ დღევანდელმაც ალბათ საკმაოდ შეაწუხა ადამიანები.. ის მარტო მე არ მაწუხებს. კიდეც ამიტომ ვწერ მასზე…
რა საოცარია, წვიმის გარდა, ზღვაც მიყვარს.. მაგრამ ზოგჯერ მეშინია ზღვის .. რად მაშინებ ზღვაო…

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1200 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-11-22, 3:23 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 28
სტუმარი: 28
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024