ვისია ნეტავ ეს ქალი, ვის მკლავზე უდევს თავიო. დავაცხრებოდი ვნებითა, როგორც ლეშს კორტნის სვავიო. შევცურდებოდი მის მკერდში, როგორც ტალღებში ნავიო ამაზე ფიქრით ლამაზო, სულ მთლად დავკარგე თავიო. შენი სურვილი მაგიჟებს, მიტომაც გავხდი ავიო. სადმე არ გადამეყარო, ვეღარ გიშველის ქმარიო...
|