♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 14 » ვერ დაგიზეპირე
8:13 PM
ვერ დაგიზეპირე


წიგნში ჩანიშნული ლექსივით გეძებდი.
ჩუმად მოვდიოდი ნაცნობ ნაპირებთან.
თითქოს ირეოდნენ ცაში სტრიქონები,
თითქოს დეკემბერი წვიმებს აპირებდა.

უხმო დუელებში მოქიშპე ტალღები,
ქვიშას ახატავდნენ ამოუცნობ შარჟებს,
ელვის ხელთათმანი გასერავდა ჰაერს,
როგორც ბედისაგან წართმეული შანსი...

მერე ვაგროვებდი სიტყვებს სველ ქვიშაზე,
გულში ვიმალავდი უცხო გარინდებით,
მკერდი მძიმდებოდა სიტყვა-კენჭებით და
სახტად დარჩენილი მზერას გარიდებდი.

მაინც ვთამაშობდით ცხოვრების პარტიებს
და კვლავ შავი ქვები კენტად მეწყობოდნენ,
ჩვეული სიფიცხე ღალატს გარჩენდა და
ტუჩის კუთხეებში ღიმილს აწყვილებდი.

ახლა დანისლულა შენი სავანნები,
ზამთრის წვიმებივით ვეღარ შეგიპირე...
წიგნში ჩანიშნული ლექსივით მომწონდი,
თუმცა ვერასოდეს ვერ დაგიზეპირე.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1031 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ხუთშაბათი, 2024-12-26, 9:36 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 11
სტუმარი: 11
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024