♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 4 » ვეფხვის წელი (2010 წ)
9:34 PM
ვეფხვის წელი (2010 წ)


2010

ვეფხვის წელიწადში გამორჩეულად მამაცი და დიდსულოვანი ადამიანები იბადებიან. აქედან გამომდინარე გასაკვირი როდია, რომ ამ ქმედით და ექსპანსიურ ნატურებს გარშემომყოფები, ყოველთვის ჯეროვანი პატივისცემითა და მოწიწებით ეპყრობიან.

ვეფხვი უსაშველოდ მოუსვენარი, მოძრავი პიროვნებაა. თუმცა ამ ადამიანების საქმიანობა ხშირად შემთხვევაში, უსისტემო და ქაოტურ ხასიათს ატარებს. მართალია ვეფხვს უსაქმოდ ვერასოდეს ნახავთ, მაგრამ თვისება ხელიდან არ გაუშვას არც ერთი, თუნდაც სრულიად უმნიშვნელო საქმიანი შემოთავაზება, რეალურად მას ერთ კონკტრეტულ მიზანზე კონცენტრირების უნარს აკარგვინებს. რის შედეგადაც, პროფესიულ ასპარეზზე მარცხი არც თუ იშვიათად მოსდის. ვეფხვების კიდევ ერთი და უმთავრესი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი თითქმის არასოდეს აძლევენ თავს დასვენების ან მოდუნების უფლებას. ამიტომ გამუდმებულ საბრძოლო მზადყოფნასა და ფაციფუცში ცხოვრობენ. მშვიდად ყოფნას კი მხოლოდ იმ შემთხვევაში (და ისიც იძულებით) ახერხებენ, როცა ქრონიკული გადაღლის გამო, უკვე აღაფრის კეთების ძალა აღარ შესწვეთ ან ამავე მიზეზით სერიოზული ავადმყოფობა დარევთ ხოლმე ხელს. ვეფხვები საოცრად მომხიბვლელი და ქარიზმატული ინდივიდები არიან. ამიტომ საპირისპირო სქესის ყურადღების მიქცევას იმ შემთხვევაშიც ახერხებენ, როცა ამას გაკეთების სურვილი, შეგნებულად არც კი გააჩნიათ. ეს ადამიანები საკუთარი გულღია და მიმნდობი ბუნების გამო, ძალზე ხშირად თავადვე იტანჯებიან. გამომდინარე იქედან, რომ მათი გულწრფელობითა და სიძლიერით ბევრი გაიძვერა ოსტატურად სარგებლობს, ბოროტი ადამიანების მიერ დახლართული ინტრიგების მსხვერპლი, ვეფხვი არა ერთხელ ხდება. ვეფხვის საუკეთესო თვისება, კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფი ადაპტირებისა და შესაბამისი მოქმედების უნარია. ისინი არასოდეს იბნევიან იმ დროს, როცა ნამდვილი საფრთხე მოდის. თუმცა რიგ შემთხვევაში, ვეფხვისთვის ურიგო არ იქნებოდა დაფიქრებულიყო, სანამ უთანასწორო ბრძოლაში თავით გადაეშვებოდეს იმ ადამიანების გამო, ვინც მის თავგანწირვას ჯეროვნად არასოდეს დააფასებს. ქორწინებას რაც შეეხება, ამ მხრივ ვეფხვისთვის საუკეთესო მეგობრობისა და პარტნიორობის გაწევა დრაკონს, ცხენსა და ძაღლს შეუძლიათ. ცბიერი ვირთხა, ზანტი ხარი ან ზედმეტად სერიოზული, იდუმალებით მოცული გველი, ვეფხვის მსგავს მოუსვენარ და დაუოკებელ პიროვნებასთან ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაძლებს....

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1314 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 1:14 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 53
სტუმარი: 53
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024