ვზივარ.აქ ცაზე ნაცრისფერი ღრუბლებია.ცაც ნაცრისფერია.ბალახი ყვითელია.მინდორში ერთი ნაცრისფერი ჭუჭყიანი ფურცელი და გამხმარი საღებავები გდია.შენ გელოდები.მოხვედი თვალებზე ვარდისფერი ლენტა გამიკეთე და მიგყავდი.მივდიოდით.მერე გავჩერდით.შენ მომხსენი ვარდისფერი ლენტა და იქვე ხეს შეაბი ბანტივით.ჩვენ ზღაპარში ვიყავით.სადაც ბალახს მწვანე ფერი აქვს. ხასხასა მწვანე.ცა კი ლურჯია..სუუულ ლურჯი.მინდორში დიიიიიდიი თეთრი ფურცელი დევს და გვერდით საღებავები და ფუნჯი უდევს.მე და შენ მივედით და დიიიიდიიიი ცისარტყელა დავხატეთ.მერე ქარმა დაუბერა და ნახატი გაფრინდა გაფრინდი შენც. მე ისევ ვზივარ.აქ ცაზე ნაცრისფერი ღრუბლებია.ბალახი ყვითელია.მინდორში ერთი ჭუჭყიანი ფურცელი და გამხმარი საღებავები გდია. ხის ტოტს კი ვარდიფერი ბანტი აბია....