მთავარი » 2010 » თებერვალი » 14 » ვალენტინობის დღის ტრადიციები
9:29 AM ვალენტინობის დღის ტრადიციები |
ვალენტინობის დღის ტრადიციები სხვადასხვა ქვეყანაში თუ ერთი საკმაოდ ცნობილი გამონათქვამის პერიფრაზირებას მოვახდენთ - ცხოვრება სულ დღესასწაულია ან მისი მონაცვლეობა. მალე ვალენტინობის დღესასწაულია, რომელსაც მთელ ევროპაში აღნიშნავენ ადამიანები, ვისაც უყვარს ან უყვართ, ან უბრალოდ სურს მისი აღნიშვნა. ყველა ქვეყანაში არსებობს ვალენტინობის აღნიშვნის თავისი ტრადიცია.
საფრანგეთში სიყვარულის თემა მეტად პატივსაცემია, ამიტომ შეყვარებულთა დღე საკმაოდ ღირშესანიშნავ თარიღად ითვლება. ტრადიციული საჩუქარი არის ძვირფასეულობა. საფრანგეთში ამ დღესასწაულს მხოლოდ შეყვარებულებს არ ულოცავენ, არამედ ყველას ვინც უყვართ: ბებიას, ბაბუას, მეგობრებს, ნაცნობებს. ფრანგები მოიაზრებიან პოპულარული "ვალენტინების” შემქნელთა რიგებში. შუა საუკუნეებში ღია ბარათების ნაცვლად სატრფოებს სასიყვარულო ოთხსტროფიან ლექსებს უგზავნიდნენ.
იტალიაში ამ დღესასწაულს "ტკბილს” უწოდებენ, რადგან შეყვარებულებს აუცილებლად ტკბილეულს ჩუქნიან.
გერმანელები დიდად არ აღნიშნავენ ამ დღეს, რადგან წმინდა ვალენტინი სულიერი ავადმყოფების მფარველად ითვლება. გერმანიაში ტრადიციულად ალისფერი ლენტებით რთავენ ფსიქიატრიულ საავადმყოფოებს და ატარებენ სპეციალურ ღვთისმსახურებას ეკლესიებში.
დანიაში ერთმანეთს უგზავნიან გამხმარ თეთრ ყვავილებს და "ვალენტინებს” ხელის მოწერის გარეშე. ინგლისში ბავშვები შემთხვევას ხელიდან არ უშვებენ, რომ საჩუქრები მიიღონ. დადიან სახლებში და მღერიან სიმღერებს. მათ აჯილდოებენ ტკბილეულით და "წვრილი ფულით” ნაყინისთვის.
ინგლისელები ვალენტინობას შეყვარებულების გარდა საყვარელ ცხოველებსაც ულოცავენ და ჩუქნიან მათთვის შესაფერის საჩუქრებს. თინეიჯერები თხზავენ სიყვარულის გულისამაჩუყებელ აღიარებას და უგზავნიან რჩეულებს, მისამართის ნაცვლად მიუთითებენ "ჩემს ვალენტინს” ან "ჩემს ვალენტინას”. ინგლისელები ტრადიციისამებრ ბარათის მიღების შემდეგ ტანსაცმელზე იმაგრებენ რაიმე ნიშანს შეყვარებულის სახელით. ზოგჯერ შეყვარებულები "ვალენტინების” სანაცვლოდ ღებულობენ ვაშლს - სიყვარულის და სილამაზის სიმბოლოს.
უელსში თლიდნენ "სიყვარულის” ხის კოვზებს და ჩუქნიდნენ შეყვარებულებს. კოვზებს რთავდნენ გულებით, ბოქლომებით და გასაღებებით, რაც ნიშნავდა "შენ იპოვე ჩემი გულის გასაღები”.
წყნარი პოლონელები ამ დღეს სტუმრობენ პოზნანის მეტროპოლიას, სადაც გადმოცემის მიხედვით წმინდა ვალენტინის ძვლებია დასვენებული, მთავარ საკურთხველზე კი დაბრძანებულია მისი სასწაულმოქმედი ხატი. პოლონელები თვლიან, რომ ამ ადგილის მოლოცვა მათ სასიყვარულო საქმეებში დაეხმარებათ.
ამერიკელები ტრადიციის თანახმად ჩუქნიან გულის ფორმის კანფეტებს. წარსულში მსგავსი საჩუქრების გაკეთება მხოლოდ შეძლებულ ამერიკელებს შეეძლოთ, რადგან მარციპანი შეიცავდა შაქარს, რომელიც საკმაოდ ძვირი ღირდა. ასევე მიღებულია წითელი ვარდების ჩუქებაც. სტატისტიკის მიხედვით, 14 თებერვალს ამერიკაში წუთში 20 000 ვარდი იყიდება.
ვალენტინობას ყველაზე ორიგინალურად იაპონიაში აღნიშნავენ. სპეციალურ ნაგებობაზე ძვრებიან მსურველები და საქვეყნოდ, ყვირილით უხსნიან სიყვარულს რჩეულს. სიყვარულის ყველაზე კარგ ან ყველაზე ხმამაღალ ახსნას აჯილდოებენ პრიზით.
ვალენტინობას საჩუქრებს ძირითადად ჩუქნიან მამაკაცებს. ყველა ქალიშვილმა შოკოლადი უნდა აჩუქოს ნაცნობ ყმაწვილებსაც. წერენ ნაცნობთა სიას, რათა არავინ გამორჩეთ. სოლიდური ასაკის ქალბატონებიც იგივეს აკეთებენ. შოკოლადს მხოლოდ სიყვარულის გამო არ ჩუქნიან, არამედ მოვალეობის გამოც. ასეთი შოკოლადი იაფი ღირს და მას "გირი ჩოკო” ქვია. მამაკაცები ქალებს ვალში არ რჩებიან და ერთი თვის შემდეგ 14 მარტს ჩუქნიან მათ თეთრ შოკოლადს, რადგან 14 მარტს ეწოდება "თეთრი დღე”.
სხვადასხვა ხალხის ჩვეულებები მართალია განსხვავებულია, მაგრამ მათში საერთოც ბევრია: გულის ფორმის მისალოცები, ტკბილეული, ყვავილები. ასე რომ, აჩუქეთ შეყვარებულს დღესასწაული, მოუყევით მას თქვენ გრძნობებზე თანაც ყოველდღე და არა მხოლოდ 14 თებერვალს. ასეთ დარიგებას იძლეოდა წმინდა ვალენტინიც.
|
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ |
ნანახია: 1401 |
დაამატა: nika_wero
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 7 სტუმარი: 7 მომხმარებელი: 0 |
|
|